მთავარი გვერდი

საგანმანათლებლო პროექტები


1. პროექტი თექა


განცხადება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში გაიხსნა თექის შემსწავლელთ წრე; თექაზე მუშაობას შეისწავლიან VIII და IX კლასის მოსწავლეები.
თექაზე მუშაობას შეგასწავლით თიკო ლობჯანიძე



ეს იყო 2015 წელს, როდესაც ცივ და სუსხიან ზამთრის დღეებში მარტო გაკვეთილების სწავლა ძალიან მოსაწყენად ეჩვენათ ჩემს მოსწავლეებს. ამიტომ გადავწყვიტე მათთვისაც გამეზიარებინა და მესწავლებინა ისეთი საინტერესო ხელობა როგორიცაა თექის დამუშავება ნემსის საშუალებით. მათ ალღო ძალიან მალე აუღეს და სულ მალე საინტერესო პატარ-პატარა ნამუშევრები შექმნეს, რომელიც შემდეგ დიდ პროექტში გამოიყენეს ერთ-ერთ რესურსად.

























2. საგანმანათლებლო პროექტი "საქართველო ისტორიულ-გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით" - "არ დავივიწყოთ!"

https://drive.google.com/file/d/1dq_8aWzjrs2mRZiTYlLALl-ZydpVffZg/view?usp=sharing
















პროექტის გეგმის ლინკი:

https://drive.google.com/file/d/1oURPNEEeq5Z2zlAqMqBQB3gBcPp2Qce9/view


პროექტის აღწერის ლინკი:

https://drive.google.com/file/d/1Ki9XXcT4WS6uOZupkDl7OFKGjD4dhx_O/view


ვიდეო რომლითაც დაგვირგვინდა ჩვენი პროექტის დასკვნითი ნაწილის ლამაზი საღამო.

https://drive.google.com/file/d/11lA8mKlKzpUyNcB1NytWPe8nMywebk0z/view



3. პროექტი "თურქეთში დაკარგული საქართველო"

პროექტში მონაწილეობდა ორი სკოლა: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის და სოფელ იმერას საჯარო სკოლის მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები. პროექტი ძალიან საინტერესო გამოვიდა
მეცხრე კლასს დავალებული ჰქონდა მოეძიებინათ თურქეთში მდებარე ჩვენი ისტორიული ძეგლები, შეესწავლათ მათი წარსული და ისტორია გადმოეცათ მათი ხედვით.
მეათე კლასს უნდა ემუშავა წყვილში მეცხრე კლასთან და მოძიებული ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა უნდა დაეხასაითებინათ. რაც ძალიან საინტერესო და ცოტა შრომატევადიც კი გამოდგა რადგან დასჭირდათ ადამიანების მოძიება რომელიც თურქეთში გადადის და სთხოევს დახმარება, ძეგლების სურათები შეძლებისდაგვარად მოგვაწოდეს.
მეთერთმეტე კლასი კი ამ ნამუშევარს ორგანიზებას უკეთებდა და ამზადებდა ბუკლეტებს და ინტერნეტ რესურსებს. პროექტის დასკვნითი ნაწილი იყო მოგვეპოვებინა დაფინანსება და თურქეთში თავად დაგვეთავლიერებინა ჩვენი წარსულის ნაშთები თრქეთში, თუმცა ხელისშემშლელმა და ჩვენგან დამოუკიდებელმა პრობლემებმა ეს ნაწილი გააუქმა. ბავშვებს გული არ დასწყვეტიათ და თავად მოამზადეს ილუსტრაციულად მოაწყვეს საღამო და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი ნამუშევარი.

პროექტის გეგმა და რეფლექსია იხილეთ შემდეგ ლინკზე:
https://drive.google.com/file/d/1fsbi19IDAHQPoqDs3MVvbDjZQqa4z6NE/view  - გეგმა

https://drive.google.com/file/d/1jRY75xbyLgZIOs_uMBNwBCQjeU_u6z_w/view  - რეფლექსია










24 მაისს ინტეგრირებული პროექტის „თურქეთში დაკარგული საქართველოს“ ფარგლებში საყდრიონის საჯარო სკოლას ეწვივნენ სოფელ იმერას საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები. ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის შესახებ შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენეთ მოკლე ვიდეო ტაო-კლარჯეთის შესახებ და დავგეგმეთ შემდეგი აქტივობები. მოსწავლეები ინტერესით ჩაებნენ და ელიან დაფინანსებას ტაო-კლარჯეთში გასამგზავრებლად. მადლობა იმერას სკოლის ხელოვნების მასწავლებელს Tamar Adamia -ს დაინტერესებისათვის სა პროექტში ჩაბმისათვის. მადლობა იმერიას სკოლის მოსწავლეებს და დირექციას. მადლობა ჩემი სკოლის დირექტორს ბატონ ირაკლის მხარდაჭერისათვის! ჩვენ ერთად მწვერვალებს დავიპყრობთ! 

ფოტო მასალის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე:

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=204901360238980&id=100021573510945

მოცემულ ლინკზე დევს ბუკლეტი რომელიც პროექტის განხორცილების შემდეგ შექმნეს მეთერთმეტე კლასელებმა:

https://drive.google.com/file/d/1i40KX2LceL2YnIYIc8RAtf0mzuLD_p-W/view


4. პროექტი: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი"

პროექტი განხოორციელდა გურიაში, სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში. პროექტმა 2016 წელს გაიმარჯვა საქართველოს მასშტაბით და მთელი წლის განმავლობაში ტრიალებდა მასწავლებლის სახლის საიტზე. საამაყო იყო ეს ჩემთვისაც და ჩემი მოსწავლეებისათვისაც

https://drive.google.com/file/d/1HMoy7hWF_lR6fMf2eOREqfk4FoYUsrGj/view  - გეგმა

https://drive.google.com/file/d/1fS-SPH5IHpD1WFd4CLFkEyfA6lTiETCP/view   - რეფლექსია










5. პროექტი „მე ვიცავ ბავშვთა უფლებებს, დაიცავი შენც!“ 

თემში მოხდა ინფორმირება ადამიანის უფლება-მოვალეობების შესახებ, რის გააზრებამ ხელი უნდა შეუშლის შემდგომში ამ უფლებების დარღვევას. აღმოფხვრება ბულინგის საშიშროებას. თუ მათ ეცოდინებათ საკუთარი უფლებები, არც სხვის უფლებებს დაარღვევენ შემდეგ.




  • გავააქტიურე მოსწავლეთა არსებულ ცოდნა და დავაკავშირე ახალ ინფორმაციასთან.
  • მოსწავლეებს განუვითარდათ ანალიზის, შემოქმედებითი და პრეზენტაციის გაკეთების უნარები.
  • მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია და გაუღრმავდათ ინტერესი მეტი ინფორმაცია მიიღონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით.

  • პროექტით გათვალისწინებული შედეგები მიღწეულ იქნა. შეადგინეს კითხვარი, რომლის დახმარებით მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა და გამოავლინეს ინფორმირების დონე თემში  ამ საკითხის ირგვლივ. მოსწავლეებმა დაიწყეს სხვადასხვა დავალებებზე მუშაობა,რაც დაკავშირებული იყო ადამიანთ უფლებების თემატიკასთან. მოსწავლეების ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა ინფორმაციის მოძებაზე. დაახარისხეს მოძებული ინფორმაცია, შეადგინეს დიაგრამები, გააკეთეს პრეზენტაციები, ააწყვეს სლაიდები და გადაიღეს მოკლე ვიდეო რგოლი. დაამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს თემში. 
    პროექტი იყო მიზანზე ორიენტირებული, დაგეგმილი აქტივობები კი მიზნის შესაბამისი, ვადები სწორად იყო გაწერილი, მონაწილეთა ასაკი და რესურსები იყო სწორად შერჩეული და მორგებული პროექტის საჭიროებებს. ჩანს კავშირი ესგ-სთან.
    მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი. მათ მონაწილეობა მიიღეს კითხვარის შედგენაში,დამოუკიდებლად ჩაატარეს გამოკითხვა და დააჯამეს მასწავლებელთან ერთდ. ინფორმაცია დაახარისხეს და გამოყვეს ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოამზადეს პრეზენტაციები power point-ში და გადაიღეს მოკლე ვიდეო რგოლი. დასკვნით ღონისძიებაზე მათი ნამუშევრები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. მოეწყო დისკუსია მოსწავლეებმა გამოხატეს საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულება.

    პროექტის დროს გამოყენებული რესურსები:
    1. https://drive.google.com/file/d/1_YiQq9Qk7g8BYN8TLDrX1wvH9xNQKnna/view  მშობლების კითხვარი
    2. https://drive.google.com/file/d/13JVpL45Dfc6iOQzWlRnJ0fuoeoZxhvQ0/view  მასწავლებელთა კითხვარი
    3. https://drive.google.com/file/d/1sA2qWs1AMvAUD3JyN9CnJJgf_4COGGto/view  უმცროსკლასელთა კითხვარი
    4. https://drive.google.com/file/d/1IQX3xb1ja1SQOZn25iF3xt5rT2URH8z/view  უფროსკლასელთა კითხვარი
    5. https://drive.google.com/file/d/1crG55wUHkKO2Uyt1881i4-nXYqss-2_o/view  პროექტის გეგმა
    6. https://drive.google.com/file/d/1DwreHTep6vHGqTIgI-N89pvZe4jBMcYp/view  პროექტის რეფლექსია
    7. https://drive.google.com/file/d/1cpjCpyK_EngRXnIVKzykx4FUBmF3k1Rm/view  ცნობარი უმცროსკლასელთათვის
    8.  https://drive.google.com/file/d/12iNXgMfnCgAT4u3X58ZFVWsUPfsiLzlk/view  ბუკლეტი






    6. პროექტი: "როგორ ყალიბდება პიროვნებაში დიქტატორული უნარები?"

    მოსწავლეებმა მოიძიეს და შეისწავლეს ისტორიაში ცნობილ ყველაზე დიდ დიქტატორების ბიოგრაფიები, მოძიებული და დახარისხებული ინფორმაციის შედეგად გამოიკვლიეს და აირჩიეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და სახელგანთქმულ დიქტატორი მმართველები, იმსჯელეს მათი ეპოქის შესახებ, შეაფასეს და ამ პიროვნების შესწავლის შემდეგ საკუთარი შეხედულებიებიდან გამომდინარე ცალკ–ცალკე  ჩამოწერეს ამ პიროვნებების სუსტ და ძლიერ მხარეებს, ასევე ისაუბრებენ იმ გარემოებებზე რომელიც ხელს უწყობს დიქტატორებობის უნარის ჩამოყალიბებას, სხვაგვარად რომ წარმართულიყო მათი ბედი როგორი იქნებოდა მაშინ მათი მმართველობა. მოსწავლეები შექმნეს ბუკლეტები თავიანთი ხელით და მოაწყობენ პრეზენტაციას, შემდეგ კი მოამზადეს სტატია დამუშავებული მასალიდან გამომდინარე, რომელიც  დაიბეჭდა ჩვენს ყოველთვიურ სასკოლო ჟურნალში "ისტორიის მაცნე". 

    პროექტის გეგმა იხილეთ შემდეგ ლინკზე:

    https://drive.google.com/file/d/1ngW7RKLQx2w4tQ01UdTVt8zW9Ns-2bbl/view





    7. პროექტი: "დამიტოვეთ არჩევანის უფლება"


    პროექტის შინაარსი:
    მოსწავლეები გაეცნობიან განვლილ საუკუნეებს, მოძიებული და დახარისხებული ინფორმაციის შედეგად გამოიკვლევენ და აირჩევენ ეპოქას და ცნობილ ადამიანებს, დააკავშირებენ თანამედროვე ეპოქასთან და იმსჯელებენ ორივე ეპოქაში არსებულ დისკრიმინციულ და უფლებაშეზღუდულ პიროვნებების შესახებ. შემდეგ დისკუსიაში იმსჯელებენ და დაიცავენ საკუთარ შეხედულებებს და უპასუხებენ პრობლემურ კითხვას: ვარ თუ არა დღეს მე ჩემს არჩევანში თავისუფალი? რას კრძალავს დღევანდელი მორალი და გაკეთებული არჩევანი როდის ხდება დასაგმობი?ისაუბრებენ სტერეოტიპების შესახებ დაიცავენ არჩევანის თავისუფლებას და ბოლოს შექმნიან XXI საუკუნის არჩევანში თავისუფალ ადამიანის პროტოტიპს.

    პროექტის გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ:

    https://drive.google.com/file/d/1y-X9PIzUmKS_tUldeeKMzQLZ5MQFDkoU/view






    ეს ბავშვების მიერ შექმნილი ბუკლეტია:

    https://drive.google.com/file/d/0BxNV0IaAhIOOeU1tS2d6Mkxkakk/view









    Комментариев нет:

    Отправить комментарий