მთავარი გვერდი

სსსმ მოსწავლისათვის განკუთვნილი რესურსები

სსსმ მოსწავლესთან სამუშაო დოკუმენტაცია (ნიმუშები)

1. 
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
სკოლა - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლა
კლასი - XI
მოსწავლე -  --------------------------------------
საგანი - ისტორია
მასწავლებელი - თიკო ლობჯანიძე
ესგ-თან შესაბამისობა:

ისტ.XI.1.  მოსწავლეს შეუძლია    მსოფლიო ისტო­რიულ პროცესებში ეკონომიკური ფაქტორის მნიშ­ვნელობაზე მსჯელობა.
ისტ.XI.3.    მოსწავლეს შეუძლია  სახელმწიფოს  რაობის და მნიშვნელობის გაგება.
ისტ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია   ოციალური სტრუქ­ტურების ურთიერთ­მიმართებებ კვლევა.




მოკლევადიანი მიზნები:

1
·         დავეხმარები ეკონომიკის რაობის შესწავლაში
·         დავეხმარები შეისწავლოს შუა საუკუნეების ეკონომიკური ურთიერთობების ფორმები: სახელოსნოები და XVIII საუკუნის მანუფაქტურები. ჩემი დამხარებით მოიძევს ინფორმაციას მათ შესახებ
·         დამოუკიდებლად შეძლებს შეადაროს შუა საუკუნეების სახელოსნოები და XVIII საუკუნის მანუფაქტურები ერთმანეთს.
·         ისაუბრებს მიგრაციის რაობაზე და მის გამომწვევ მიზეზებს და შემდეგ შედეგებს
·         ჩემი დახმარებით შეძებს შეადაროს ორი სხვადასხვა მიგრაციულ პროცესი და მათი გამომწვევი მიზეზები და შედეგები
4/10/2017
             17/10/2017




15/11/2017


28/11/2017

12/12/2017
2
·         ჩემი დახმარებით შეძლებს გაიაზროს სიტყვა „სახელმწიფო“ რის შემდეგ დავეხმარები მარტივად შეძლოს სახელმწიფოს რაობის ახსნა
·          ჩემი დახმარებით შეძლებს ჩამოთვალოს სახელმწიფოს მახასიათებლები
·         დავეხმარები გაერკვიოს სახელმწიფოთა ტიპოლოგიაში და შეძლოს სხვადასხვა ეპოქის სახელმწიფოები შეადაროს და დააჯგუფოს ტიპოლოგიის მიხედვით
·         ჩემი დახმარებით შეძლებს იმსჯელოს სახელმწიფოს სხვა სოციალურ მახასიათებლებზე
·         დამოუკიდებლად შეძლებს შეადაროს სახელმწიფოს სოციალური ორგანიზაციის ფორმები 
·         ჩემი დახმარებით მოახდენს მსჯელობას სოციალური ორგანიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე
20/12/2017


17/01/2018

            14/2/2018

           

            6/03/2018

            21/03/2018


18/04/2018


3
·         ჩემი დახმარებით შეძლებს იმსჯელოს სოციალური სტრუქტურის შესახებ და შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებს შეადაროს და იპოვოს განსხვავება და მსგავსება მათ შორის.
·         თხრობის დროს დავეხმარები მარტივი წინადადებებით და ილუსტრაციების დახმარებით თემის შინაარსი გადმოსცეს. შემდეგ კი იმსჯელოს სოციალური ფენების უფლებებსა და მოვალეობებზე
·         დამოუკიდებლად მოახდენს პორფესიასთა კლასიფიკაციას და დააჯგუფებს ქალაქისა და სოფლეის პროფესიებს ცალკ ცალკე
10/05/2018



31/05/2018




7/06/2018


მიზნის შესაბამისი აქტივობები
მასალა
სად სრულდება აქტივობა (კლასი, რესურს ოთახი)
მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი
აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
1
მასწავლებელი მოსწავლეს უხსნის დაფაზე ეკონომიკური ურთიერთობების ფორმებს.
დაფა, ცარცი.
საკლასო ოთახი
მასწავლებელი
მასწავლებელი
2
სახელმძღვანელოში უნიშნავს ადგილებს საიდან სადამდე უნდა წაიკითხოს და ისწავლოს.
სახელმძღვანელო
საკლასო ოთახი
მასწავლებელი
მასწავლებელი
3
მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს თვალსაჩინოებებით სხვადასხვა მიგრაციის პროცესებს
თვალსაჩინოებები
საკლასო ოთახი
მასწავლებელი
მასწავლებელი
4
მასწავლებელი აყურებინებს მოსწავლეს მცირე სახის ვიდეოებს მიგრაციაზე
კომპიუტერი
საკლასო ოთახი
მასწავლებელი
მასწავლებელი
5
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს დახატოს სახელმწიფოს დროშა გერბი და მოკლედ, წერილობით აღწეროს მისი აღნაგობა.
სახატავები, რვეული
საკლასო ოთახი
მასწავლებელი
მასწავლებელი
6
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს სახელმწიფოს მახასიათებლებს შორის განსხვავებებს
თვალსაჩინოება
საკლასო ოთახი
მასწავლებელი
მასწავლებელი
7
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს წინასწარ გაკეთებულ კონსპექტს. სადაც მოკლედ და გასაგებად არის დაწერილი სოციალური სტრუქტურების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ეპოქაში
კონსპექტი
საკლასო ოთახი
მასწავლებელი
მასწავლებელი
8
მოსწავლე გამოსახავს დიაგრამებს და ფერადი ფანქრების საშუალებით სხვადასხვა ფერებში ახარისხებს სხვადასხვა პროფესიებს ქალაქებისა და სოფლების მიხედვით
ფერადი ფანქრები, რვეული









საკლასო ოთახი
მასწავლებელი
მასწავლებელი



2. გაკვეთილის ადაპტირებული გეგმა № 1
საგანი - ისტორია
კლასი - X
თარიღი - 16 ნოემბერი 2016  წელი
მასწავლებელი - თიკო ლობჯანიძე
კლასში არის 10 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე - ------------------------- (სმენისა და მეტყველების დაქვეითება, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენა)

გაკვეთილის თემა:
ნუმიზმატიკა
მიზნები:
მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, შედარების, ამოცნობის და დახარისხების უნარები. ასევე შეძებათ აღწერონ და გააკეთონ დასკვნები საკვლევი ობიექტის მიმართ.
ესგ-თან შესაბამისობა:
ისტ.X. 2მოსწავლეს შეუძლია   ისტორიის  დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის  განსაზღრა.
·         ჩამოთვლის ისტორიის  დამხმარე დარგებს, იცნობს მათ სპეციფიკას, გამოყოფს კვლევის უმთავრეს ობიექტებს;
·         მსჯელობს ისტორიული დარგების ადგილსა და მნიშვნელობაზე ისტორიული პროცესის შესაძლებელი სისრულით აღდგენისა და აღქმისათვის;
·         სამუზეუმო ფონდებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით
მოიძიებს ქართული მონეტებისა და ქაღალდის ფულის ძირითად ნუმუშებს და       ადარებს სხვა ქვეყნის ფულის ნიმუშებთან; მსჯელობს ნუმიზმატიკისა და ბონისტიკის მნიშვნელობაზე;
მოდიფიცირებული მიზნები სსსმ მოსწავლისთვის:
·         შეძლებს ჩამოთვალოს ისტორიის დამხმარე დისციპლინები
·         ანსხვავებს მეტალისა და ქაღალდის ფულის ერთეულებს
·         ადარებს ერთმანეთს მონეტებს და შეუძლია დასკვნის გაკეთება და აღწერა რამოდენიმე სიტყვით
წინარეცოდნა:
მოსწავლეები გაიხსენებენ:
·         ისტორიის დამხმარე დისციპლინების რაობას;
·         დახმარე დისციპლინების როლს ისტორიის შესწავლისას;
მეთოდები:
·         გონებრივი იერიში
·         პრაქტიკული სამუშაო - T დიაგრამა
·         ჯგუფური სამუშაო
·         დისკუსია
აქტივობები:
აქტივობა № 1
გაკვეთილი იწყება პროვოცირებით, ვსამ კითხვას: რა ვიცით ისტორიის დახმარე დისციპლინების შესახებ? მოსწავლეები მოიფიქრებენ და ყველა სავარაუდო პასუხს დავაფიქსირებ ფლიპ-ჩარტზე.
შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ შეძლებისდაგვარად ჩამოთვალონ დამხმარე დისციპლინების შესასწავლი საგნები რის შემდეგ დავსვამ კითხვას ნუმიზმატიკის შესახებ - რა ვიცით ნუმიზმატიკის შესახებ?
აქტივობა № 2
შემდეგ  ვუჩვენებ მოკლე სლაიდ-შოუს პატარ-პატარა დავალებებით.
(ამ დროს მარინასთვის სპეციალურად არის გამზადებული ამობეჭდილი მონეტების სლაიდები რომელიც სლაიდ-შოუშია ნაჩენები და რომელიც უნდა დაალაგოს მან ლითონის ფერის და ფორმის მიხედვით და რამოდენიმე მათგანი სურვილისამებრ დაწეროს აღწერილობა)
აქტივობა № 3
მომზადებული  სლაიდ-შოუს მიხედვით ვთხოვ მოსწავლეებს გააკეთონ T დიაგრამა რომელიც დაეხმარება მათ დაახარისხონ მონეტები აღწერილობისა და იმ ქვეყნების დახარისხებაში სადაც გამოიყენებოდა ეს მონეტები. დავალებას აკეთებენ წყვილებში. მხოლოდ ერთი მოსწავლე აკეთებს ინდივიდუალურად (მარინა კი მუშაობს მისთის განკუთვნილ დავალებაზე რომელიც წინა აქტივობაში წერია)
აქტივობა № 4
შემდეგ მოსწავლეებს ვუჩენებ რამოდენიმე წყაროს მივუთითებ მათ მდებარეობას და კლასს ვყოფ სამ ჯგუფად (თითეულში 3-3 მოსწავლე) და ვაძლევ დავალებას კითხვების მიხედვით აღწერონ წყაროში მოყვანილი მონეტები გაიაზრონ ინფორმაცია გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და დაწერონ მსჯელობა იმ დროის მონეტების არსებობის შესახებ, რაში სჭირდებოდათ ეს მონეტები ადამიანებს?
ამ დროს მარინასთვის გვაქვს სპეციალური დავალება, მარინა ხატავს კარგად ამიტომ გამოვიყენებთ მის ამ უნარს და ვთხოვ გააკეთოს მონეტის ჩანახატი
აქტივობა № 5
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას მომზადებული მასალისგან.
(მარინას კი თუ სურვილი ექნება უჩენებს კლასს მის ნახატს.)
აქტივობა № 6
შემდეგ ვსვამ კითხვას: „რატომ გაჩნდა ფული?“ და მოსწავლეებს ვთხოვ მოკლე დისკუსიით იმსჯელონ ფულის საჭიროებაზე და მის მნიშვნელობაზე.
(მარინას ვთხოვ ფურცელზე ჩამოწეროს როგორ და როგორ ფულს იცნობს)
აქტივობა № 7
ვაკეთებთ რეფლექსიას ჩტარებული გაკვეთილის და შეჯამებას/ ვაკეთებ შეფასებას

დროის მენეჯმენტი:
აქტივობა № 1 -  7 წთ.
აქტივობა № 2 – 5 წთ.
აქტივობა № 3 – 5 წთ.
აქტივობა № 4 – 10 წთ.
აქტივობა № 5 – 5 წთ.
აქტივობა № 6 – 10 წთ.
აქტივობა № 7 – 3 წთ.
კლასის ორგანიზების ფორმა:
აქტივობა № 1 -  მთელი კლასი
აქტივობა № 2 – მთელი კლასი
აქტივობა № 3 – წყვილებში
აქტივობა № 4 – ჯგუფური
აქტივობა № 5 – ჯგუფური
აქტივობა № 6 – მთელი კლასი
აქტივობა № 7 – მთელი კლასი
შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდათ არგუმენტირებული მსჯელობის, მიგნების, ამოცნობის, დახარისხების, შედარების და აღწერის უნარები
რესურსები:
სახელმძღვანელო; წყაროები; ნუმიზმატიკიდან ილუსტრაციები; ნოუთბუქი; სლაიდ-შოუ; თაბახის ფურცლები; ფლიპ-ჩარტი


3. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის -------------------------- ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ისტორიაში



სფერო
შეფასების სფეროები:
აკადემიური უნარები:
წერა
Ø  შეუძლია საკუთარი გვარისა და სახელის დაწერა
Ø  კარნახით შეუძლია წერა, თუმცა უშვებს შეცდომებს
Ø  სიტყვას წერს ისევე როგორც ესმის და უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
კითხვა
Ø  ცნობს ყველა ასოს
Ø  კითულობს ნელა და გაბმულად
Ø  წაითხული წინადადების შინაარსი არ ესმის
თხრობა
Ø  წაკითხული მარტივი ტექსტის გადმოცემა უჭირს, რადგან ვერ იგებს წაკითხული ტექსტის შინაარსს.
Ø  რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ შეუძლია კითვებზე პასუხის გაცემა
Ø  თხრობის დროს სიტყვის დაბოლოებები აარასწორია, ვერ იყენებს ბრუნვას და უღლებას
ანგარიში
Ø  შეუძლია 1000-მდე რიცხვების წაკითხვა და კარნახის შემდგომ მათი ჩაწერა
Ø  1000 -ის ზემოთ უშვებს შეცდომებს
Ø  შეუძლია ორნიშნა რიცვხების მიმატება ქვეშმიწერით
შემეცნებითი უნარები (ყურადღება, მეხსიერება, აღქმა)
Ø  შეუძლია ობიექტის აღქმა და ასევე ერტმანეთძე გადახატული ობიექტების ამოცნობა.
Ø  შეუძლია მსგავსი და განსხვავებული ნიშნების მიხედვით რამოდენიმე ობიექტში იდენტურობის პოვნა.
Ø  ასრულებს დავალების როგორც მარტივ, ასევე რთულ ვერსიას
Ø  შეუძლია ყურადღების ხანგრძლივად კონცენტრაცია (60-80 წუთი)
Ø  მიცემულ დავალებას ასრულებს ბოლომდე და ჩართულია
Ø  შეუძლია დასწავლილი ტექსტის ძრიტადი შინაარსის გადმოცემა 30 წუთის შემდეგ, თუმცა შნაარსის გადმოსაცემად სჭირდება კითხვები
აზროვნება
Ø  გავარჯიშების შემდეგ შეუძლია თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით ერთი კატეგორიის საგნის ერთად დაჯგუფება.
Ø  შეუძლია თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით მეოთხე ზედემტის გამორიცხვა
კომუნიკაციის უნარი
ენა/მეტყველება
Ø  მეტყველებს მარტივი წინადადებებით
Ø  არტიკულაცია არ არის მკაფიო და ხმა ოდნავ დახშულია, თუმცა მისი საუბრის გარჩევა შესაძლებელია
Ø  შეუძლია სხვის მიერ წარმოთქმული სიტყვის გამეორება
Ø  მიმართლი მეტყველება ესმის
Ø  შეუძლია მარტივი ინსტრუქციის გაგება
Ø  შეუძლია დასახელებული მოქმედების შესაბამისი სურათის ჩვენება
Ø  უჭირს იმ სიტყვების გარჩევა რომელშიც რამოდენიმე თანხმოვანია თავმოყრილი
Ø  კომუნიკაციისას იყენებს მეტყველებას და ბუნებრივ ჟესტებს
Ø  კომუნიკაციაში შედის მარტივად როგორც თანატოლებთან ასევე უფროსებთანაც
მსხვილი მოტორული უნარი
Ø  გადაადგილდება დამოუკიდებლად როგორც შენობის შიგნით ასევე გარეთ.
Ø  ადის კიბეზე და ჩამოდის დამოუკიდებლად საყრდენის გარეშე
ნატიფი მოტორული უნარი
Ø  შეუძლია მცირე საგნით მანიპულირება
Ø  იყენებს მაკრატელსა და კალამს
ქცევა/ყოფაქცევა
Ø  არიდებს თავს კონფლიქტურ სიტუაციებს
Ø  სხვათა დაზიანება არ ვლინდება
Ø  თვითდაზიანება არ ვლინდება
Ø  ტანტრუმი არ ვლინდება
Ø  პიკა არ ვლინდება
Ø  დესტრუქციული ქცევები არ ვლინდება
ფუნქციური უნარ-ჩვევები
Ø  უვლის და უფრთიხლდება საკუთარ ნივთებს
Ø  იცმევს და იხდის დამოუკიდებლად
Ø  ჭამს დამპოუკიდებლად და საკვებსაც იმზადებს დამოუკიდებლად
Ø  იყენებს სახლში არსებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას
Ø  იცავს უსაფრთოების წესებს
Ø   
საგანმანათლებლო გარემო
რესურსები

Ø  ჰყავს მოტივირებული მშობლელბი. თვითონ არის ძალიან მოწესრიგებული და ცდილობს ყოველთვის შეასრულოს მასწავლებლის მიერ მისთვის მიცემული დავალება
Ø  თანაკლასელების დამოკიდებულება მარინეს მიმართ პოზიტიურია










Комментариев нет:

Отправить комментарий