მთავარი გვერდი

სკოლის განვითარებაზე ზრუნვა

სკოლის განვითარებაზე ზრუნვა

სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლა მდებარეობს წალკის რაიონში. გასულ საუკუნეში აქ ცხოვრობდა ბერძენი ეროვნების მოსახლეობა. შესაბამისად სკოლა რუსულენაოვანი იყო. გაჭირვების წლებში სოფელი დაიცალა და მათ ადგილას აჭარელი ეკომიგრანტი მოსახლეობა დასახლდა. სკოლა აღდგა თუმცა სკოლის ბიბლიოთეკა გაპარტახებული იყო. მე და ჩემმა მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ სკოლის ბიბლიოთეკის განახლება და ქართული წიგნებით შევსება. სკოლაში მოვიწვიეთ ბატონი გიორგი კეკელიძე, რომელმაც ბევრი სკოლას საინტერესო წიგნები აჩუქა. ჩავერთეთ თავისუფალი გაკვეთილების პროექტში და წიგნიერების მიმართულებით VII  და VIII კლასის მოსწავლეებთან ერთად დავიწყეთ კითხვა დათო ტურაშვილის „ტყეების მეფის“. პროექტის მსვლელობისას ერთ-ერთი გაკვეთილი ჩავატარეთ ქუთაისში გელათის აკადემიაში. პროექტის დასრულების შემდეგ მოვიწვიეთ მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც „National Geographic” - ის ბიბლიოთეკა ჩამოგვიტანა. გარდა ამისა მოსწავლეებმა კარდაკარის მეთოდით მოაგროვეს მაკულატურა და გადაცვალეს საინტერესო წიგნებში. მე კი ხელშეკრულება დავდე ბუკინისტებთან და როგორც კი მომიგროვებენ წიგნებს მატყობინებენ, სკოლას უკვე კარგი ბიბლიოთეკა აქვს.



















































Комментариев нет:

Отправить комментарий