ჩემი სტატიები:
1. სტატია რომელიც ჟურნალ "მასწავლებელში" გამოქვეყნდა
სტატია იხილეთ შემდეგ ლინკზე:
2. სტატია რომელიც ჯერ არ გამომიქვეყნებია
სატატია: "სამოდელო გაკვეთილი"
სამოდელო ინტეგტრირებული გაკვეთილი
ისტორიის მაგალითზე
(საკუთარი
პრაქტიკის გაზიარება)
მასწავლებლის
საქმიანობის
დაწყების,
პროფესიული
განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემის
მიხედვით განისაზღვრა მასწავლებლის ოთხი კატეგორია: პრაქტიკოსი,
უფროსი,
წამყვანი
და მენტორი. სქემის მიხედვით მოცემულია
თითოეული
კატეგორიის
მასწავლებლისათვის
შესასრულებელი
სავალდებულო
და დამატებითი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს
მასწავლებლის
პროფესიულ
განვითარებას.
მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები მიზნობრიობით ერთმანეთისგან
განსხვავდება. ამ გაკვეთილებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც არა მხოლოდ მოსწავლეების
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არამედ პედაგოგიური თვალსაზრისით ინოვაციურია და კოლეგებისათვის
სასარგებლო. სქემის უპირველესი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გზით მასწავლებლის პროფესიული
განვითარებაა.
დღეს მე მინდა შევეხო უფროსი
და წამყვანი მასწავლებლის ერთ-ერთ სავალდებულო აქტივობას, რომელიც სავალდებულოა
შესაბამისად
წამყვანი
მასწავლებლის
და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად..
ეს აქტივობა სამოდელო გაკვეთილის
ჩატარებაა,
რომლის
საშუალებითაც ერთი მასწავლებელი უზიარებს საკუთარ პრაქტიკასა და გამოცდილება სხვა
მასწავლებლებს,
რაც ხელს უწყობს სკოლებში კოლეგიალობის და
თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
თავდაპირველად შევთანხმდეთ, თუ რა ტიპის გაკვეთილები
შეიძლება ჩაითვალოს სამოდელოდ. ესენია:
1. ინტეგრირებული გაკვეთილი;
2. პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი;
3. გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე
ორიენტირებული გაკვეთილი;
4. ინოვაციური გაკვეთილი.
დღეს მე შევეხები
სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთ ტიპს, ინტეგრირებულ გაკვეთილს და გაგაცნობთ მის არსს და
ასევე მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ განვახორციელე ჩემს პრაქტიკაში იგი.
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი
გადაწყვეტს სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას, სასურველია გააცნოს გაკვეთილის გეგმა კოლეგებს
და როცა გეგმას საბოლოო სახეს მისცემს, მოაწყოს შეხვედრა შეფასების ჯგუფთან. ეს არის
ერთგვარი წინასაგაკვეთილო ინტერვიუ, რაც გულისხმობს შეფასების ჯგუფის წევრებთან გასაუბრებას
გაკვეთილის თემის, მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შესახებ.
ახლა კი შევეხოთ თითოეულ მათგანს
და განვიხილოთ:
როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი?
ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე
ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით
დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
დღეს ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა
ორიენტირებულია იმაზე რომ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ფლობდეს და ახდენდეს ამ ინფორმაციის
გააზრებასა და სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებში შემდეგ მის გამოყენებას. ადამიანს შეიძლება
მოუწიოს საკუთარი პოზიციისა და პროფესიის შეცვლა. ამ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
ხდება განათლების როლი, რათა ადამიანმა ადვილად შეძლოს თანამედოვე გამოწვევებთან გამკლავება.
ამიტომ მასწავლებელი ვალდებულია არ შემოისაზღვროს მხოლოდ საგნის სწავლებით, მან უნდა
გამოიყენოს ასევე ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი საგნისა და
თემის მეორე საგანსა და თემთან დაკავშირება. ეს ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას
და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი
სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც ჩვენ „ტრანსფერს“ ვუწოდებთ.
ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა უნდა შეირჩეს შესასწავლი თემიდან გამომდინარე, უნდა იკვეთებოდეს მისი მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინასთან ან
დისციპლინებთან, რომლებთანაც მასწავლებელი შესასწავლი თემის დაკავშირებას გადაწყვეტს.
როგორ ჩამოვაყალიბოთ
იდეა?
როდესაც
ინტეგრირებაზე ვფიქრობთ, ხშირად ჩვენი იდეები არ სცდება მომიჯნავე და თემატურად ერთმანეთთან
ახლოს მდგომ საგნებს, თუმცა ბევრად უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმაც შეიძლება და ერთი
შეხედვით ერთმანეთთან შორს მდგომი საგნების დაკავშირება. მთავარია, ინტეგრირებული გაკვეთილისთვის
სწორად შეირჩეს საგაკვეთილო თემა, რაც იმას
ნიშნავს, რომ არჩეულ თემას ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი, ინტეგრირება
იყოს ლოგიკური და ბუნებრივი.
როგორ უნდა დაიგეგმოს
ინტეგრირებული გაკვეთილი?
გაკვეთილის იდეის ჩამოყალიბების
შემდეგ მასწავლებელი შეისწავლის შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებში ასახულ მასალას,
მოიძიებს დამატებით ინფორმაციას და რესურსებს. დაისახავს მიზანს და სწორად შერჩეული
მიზნებიდან გამომდინარე სავარაუდო შედეგებზე გავა. ქვემოთ გაჩენებთ ჩემს მიერ ჩატარებული
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას, რეფლექსიას და ამ გაკვეთილზე გამოყენებულ შეფასების
კრიტერიუმებს, ასევე თვითშეფასების რუბრიკებს როგორც მოსწავლეებისათვის ასევე მასწავლებლისათვისაც.
ახლა მინდა თქვენი
ყურადღება მივიქციო ერთ ძალზედ საინტერესო საკითხზე. ხშირად უჩნდებათ კითხვა ჩვენს
მოსწავლეებს, განა რა საერთო შეიძება ჰქონდეს სხვადასხვა დისციპლინის საგნებს. დამერწმუნეთ
მათ თუ დავანახებთ ამ კავშირებს ისინი ძალიან მალე თავადაც, დამუკიდებლად შეძებენ მოახდინონ
ერთი საგნიდან მიღებული ცოდნა და უნარები მეორე საგანში გამოიყენეონ ანუ მოახდინონ
ტრანსფერი.
ჩემი საგანი არის ისტორია,
როგორც მოგეხენებათ, და მას ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ყველა საგანთან. დღეს მე გადავწყვიტე
შევეხო ინტეგრირების თემას სწორედ ისტორიის საგნიდან გამომდინარე და დაგანახოთ კავშირი
ისტორიის საგნის სხვა საგნებთან.
როგორც ვიცით გვაქვს
სხვადასხვა საგნობრივი დისციპლინები:
·
სახელმწიფო
ენები, რომელშიც ამჯამად მოიაზრება საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
·
მათემატიკა
·
უცხო ენა
·
საბუნებისმეტყველო
საგნები: ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია
·
საზოგადოებრივი
მეცნიერებების საგნები: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
·
ესთეტიკური
აღზრდა: ხელოვნება და მუსიკა
·
სპორტი
საგან ქართული ენა
და ლიტერატურის საგან ისტორიასთან ინტეგრირება შეიძლება IX კლასში ბევრ თემასთან, თუმცა დღეს ერთ თემას შემოგთავაზებთ:
ეს გახლავთ „X საუკუნის საქართველო ისტორიასა და ლიტერატურაში“, რომელიც დავით კურაპალატს,
თორნიკე ერისთავს და ბასილი კეისარს ეხება. აქ საგნობრივი სტანდარტის გამოყენებით შესაძლებელია
მიზნების შემდეგნაირად ფორმულირება:
ისტორია:
ისტ.IX.3.
მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო
მმართველობითი
სტრუქტურები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს
სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო
მოწყობის შესახებ.
გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და
განსხვავებებს;
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და
საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს კონკრეტულ
საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
· აანალიზებს და
ადარებს
საგარეო ფაქტორების გავლენას
ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);
·
მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან,
სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ
ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
აკვირდება, ამოიცნობს
და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის,
აღწერილი მოვლენების მიმართ;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს
შესაბამისი დასკვნები;
·
ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა
თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით გამოიყენებს სხვადასხვა დამარწმუნებელ
/ დამაინტერესებელ საშუალებას მაგალითად ციტატა, ნაწარმოებიდან ამონარიდი, ბუკლეტი
და სხვა...
საგან მათემატიკის
საგან ისტორიასთან ინტეგრირება შეიძლება ყველა კლასში
ბევრ თემასთან, თუმცა დღეს ორ კლასს VIII და XI კლასის თემატიკიდან შემოგთავაზებთ: VIII კლასში
ჩვენ ავიღეთ თემა: „განათლება ძველ საბერძნეთში და პითაგორას როლი მათემატიკაში“
ასევე „სივრცული ფიგურები:
პირამიდა მათემატიკაში და პირამიდა ისტორიაში“
აქ საგნობრივი სტანდარტი
შემდეგი ფორმით შეესაბამება:
ისტორია:
ისტ.VIII.14.
მოსწავლეს
შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების
კვლევა.
- მსჯელობს ადამიანისა
და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების
ინტერესებს;
ისტ.VIII.17. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს განათლების სისტემის საფუძვლები.
- ერთმანეთს ადარებს, თუ როგორ სწავლობდნენ ბავშვები
განსხვავებულ ეპოქებსა თუ ქვეყნებში (მაგ.: ეგვიპტესა და ათენში, ბავარიასა და
ჩინეთში, და ა.შ.);
მათემატიკა:
მათ.
VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- განასხვავებს
დებულების წანამძღვარს/წანამძღვრებს და დასკვნას; ცვლის დებულების წანამძღვარს
და მსჯელობს დასკვნის მართებულობის შესახებ;
- ასაბუთებს
ან ხსნის ამოცანის ამოხსნისას გამოყენებულ ხერხს.
მათ. VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის
და მათი სახეობების შესადარებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ფიგურის მოცემულ თვისებებს (მათ შორის სიმეტრიულობა)
შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად
განსაზღვრავს ამ ფიგურას;
მათ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი
ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
·
პოულობს ფიგურის ფართობს
მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით;
N
2 თემა „სივრცული ფიგურები:
პირამიდა მათემატიკაში და პირამიდა ისტორიაში“
ისტორია:
ისტ.VIII.16. მოსწავლეს შეუძლია
აღწეროს მსოფლიო კულტურის
შედევრები.
·
ჩამოთვლის მსოფლიო არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს.
აჯგუფებს მათ ისტორიული ეპოქების მიხედვით. მსჯელობს მათი შექმნის ისტორიაზე;
- ილუსტრაციების გამოყენებით ცხრილში აჯგუფებს და განასხვავებს სხვადასხვა სტილით
ნაგებ არქიტექტურის ძეგლებს;
ისტ.VIII.18. მოსწავლეს შეუძლია
საზოგადოების კულტურის
საფუძვლების კვლევა.
- შეუძლია
გამოარჩიოს სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის
სახემწიფოებრივი თუ დინასტიური სიმბოლოები;
გამოთქვამს საკუთარ
მოსაზრებას კულტურულობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ; ისმენს თანაკლასელების
მოსაზრებებს და განხილვის შემდეგ მათთან ერთად
აყალიბებს კულტურული ადამიანისა და საზოგადოების პორტრეტს;
მათემატიკა:
მათ. VIII.8. მოსწავლეს შეუძლია
ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების
შესადარებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად
ზოგადობა-კერძოობა)
ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ
მიმართებებს (მაგალითად ცხრილის
ან დიაგრამის საშუალებით);
- ფიგურის მოცემულ თვისებებს (მათ
შორის სიმეტრიულობა) შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას,
რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას;
- მოცემული ხედების მიხედვით
ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო სახეობას.
რაც შეეხება XI კლასში არჩეულ თემას „ვიზუალიზაციის
როლი ისტორიულ შემეცნების ფორმირებაში და სემიოტიკური მიდგომები, რაში გვეხმარება
მათემატიკური ვიზუალიზაცია?“ აქ საგნობრივი სტანდარტის
შესაბამისობა შემდეგი კრიტერიუმებით ჩაჯდა:
ისტორია:
ისტ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია სოციალური
სტრუქტურების
ურთიერთმიმართებების კვლევა.
·
გამოთქვამს საკუთარ
მოსაზრებას პიროვნების ქონებრივ და სოციალურ მდგომარეობას შორის ურთიერთმიმართების
შესახებ;
·
ადარებს ერთი და
იმავე ეპოქის ორი ან სამი ქვეყნის სოციალურ სტრუქტურებს და მიუთითებს მათ შორის განსხვავებებსა და
მსგავსებებზე;
·
აჯგუფებს სხვადასხვა
საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენლებს
და მსჯელობს მათ უფლებებსა და მოვალეობებზე;
·
ადარებს მიწათმოქმედი და მესაქონლე ხალხის ან მთისა და ბარის სოციალურ სტრუქტურებს და პოულობს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს.
მათმატიკა:
მათ. XI.12. მოსწავლეს შეუძლია დასმული
ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.
- ირჩევს
და იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება, გაზომვა,
მითითებულ რესპონდენტთა ჯგუფის გამოკითხვა მზა ანკეტით/კითხვარით, მონაცემთა მოპოვება
მონაცემთა სხვადასხვა წყაროებიდან), ასაბუთებს თავის არჩევანს;
- წარმოადგენს
საკითხის შესასწავლად შესაფერისი ექსპერიმენტის გეგმას, ატარებს ექსპერიმენტს
და აგროვებს მონაცემებს.
მათ. XI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.
·
ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმებს,
ასაბუთებს თავის არჩევანს, აგებს და განმარტავს ცხრილებს/დიაგრამებს (მათ შორის ინტერვალთა
კლასებად დაჯგუფებული მონაცემებისათვის);
·
ადგენს სიხშირეთა განაწილებას, წარმოადგენს მას გრაფიკული
ფორმით და აღწერს მას სიმეტრიულობის, მოდების რაოდენობის, გაშლილობის ან სხვა ნიშნების
საშუალებით;
·
ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს
განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ
მხარეებს;
·
ამოიცნობს დიაგრამის მცდარ ინტერპრეტაციებს ან არაკორექტულად
აგებულ/გაფორმებულ დიაგრამებს, განმარტავს და ასწორებს ნაკლს.
ახლა კი ბიოლოგიის
საგნის ინტეგრირება ვნახოთ საგან ისტორიასთან: აქ IX კლასი ჩატარდა ინტეგრირებული
გაკვეთილი და თემად ავირჩიეთ: „დმანისელი
ადამიანები–პირველი ევროპელები და მათი ანატომიური დახასიათება, შედარება
თანამედროვე ადამიანის ანატომიასთან“
საგნობრივი სტანდარტი
კი შემდეგნაირად მოერგო:
ისტორია:
ისტ.IX.4.
მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს და შეაფასოს ისტორიული
მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები.
- ადარებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) არსებულ
ორი (ან სამი) ისტორიკოსის განსხვავებულ თვალსაზრისს, კრიტიკულად აფასებს
მას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ;
- მსჯელობს
ისტორიული ინტერპრეტაციის ჰიპოთეტურ ხასიათზე და აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ისტორიული ინტერპრეტაცია
შეიძლება გადაფასდეს ახალი მასალის მოძიების
(გამოქვეყნების) შემთხვევაში;
- ასხვავებს ისტორიულ ფაქტს
ისტორიული ინტერპრეტაციისაგან.
ბიოლოგია:
·
კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს
კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები
·
კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
·
ბიოლ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სისტემის ზოგადი ნიშან-თვისებები.
·
ბიოლ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს
ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე,
დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციურ პროცესს
რაც შეეხება ქიმიისა და
ისტორიის ინტეგრირებულ გაკვეთილს, ჩატარდა X კლასში თემაზე: „მონეტების ისტორია და ქიმიის როლი ნუმიზმატიკის შესწავლისას“, საგნობრივი სტანდარტი
კი ორივე საგნიდან ასე ამოვიღეთ:
ისტორია:
ისტ.X. 2. მოსწავლეს
შეუძლია ისტორიის დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღრა.
·
ჩამოთვლის ისტორიის დამხმარე დარგებს, იცნობს მათ სპეციფიკას, გამოყოფს
კვლევის უმთავრეს ობიექტებს;
·
მსჯელობს
ისტორიული დარგების ადგილსა და მნიშვნელობაზე ისტორიული პროცესის შესაძლებელი სისრულით
აღდგენისა და აღქმისათვის
ისტ.X.7. მოსწავლეს
შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
- კვლევის ინტერესებიდან
გამომდინარე, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს, ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს;
- საჭიროების შემთხვევაში
მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ინტერნეტ-რესურსის,
ასევე ლიტერატურული წყაროების საშუალებით (ფოტოები, ნახატები,);
- კვლევის პროცესში იყენებს სხვადასხვა ტიპის დიაგრამებს
ისტორიული წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის განმარტებისა თუ ილუსტრაციის მიზნით;
- კვლევის შედეგებს
რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.
ქიმია:
კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის
მიზანს;
·
განსაზღვრავს
შესაბამისი ინფორმაციის მოძიების წყაროებს;
·
გამოთქვამს არგუმენტირებულ
მოსაზრებას/ვარაუდს;
·
განსაზღვრავს მონაცემების
მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·
ქიმ.X.12.მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების
და მათი ნაერთების დახასიათება,
მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
·
მსჯელობს ქიმიური ელემენტების როლსა და გამოყენებაზე ყოფა-ცხოვრებასა და წარმოებაში;
საგან ფიზიკასა და საგან ისტორიას შორის ინტეგრირება მოვახდინეთ VIII კლასში თემაზე: „ინდუსტრიის ისტორია - სითბური ძრავები და მათი როლი ისტორიის
განვითარებაში“
აქ საგნობრივი სტანდარტი შემდეგნაირად
მოერგო:
ისტორია:
ისტ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების
ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.
- კლასში ჯგუფური მუშაობისას
ცხრილის ან ბარათების საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა
საკომუნიკაციო საშუალების გამოგონების შედეგებს (მაგ.: ბეჭდვის, კომპიუტერის და სხვა);
- ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს
ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობას და მსჯელობს მისი განვითარების შესახებ;
- ირჩევს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
სავაჭრო-სახმელეთო გზას და წერილობით აღწერს მის საკომუნიკაციო სირთულეებსა და ამ გზის სოციალურ-ეკონომიკურ
მნიშვნელობას;
- მოსწავლე კონტურულ რუკაზე დაიტანს მარშრუტებს, რომლითაც საქართველო სახმელეთო გზებით და შავი ზღვით მეზობელ სახელმწიფოებს
უკავშირდება;
- დროის სკალაზე აღნიშნავს
იმ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანსპორტის
განვითარებაში.
ფიზიკა:
ფიზ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობაში ერთი
აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
·
მოსწავლე მოიპოვებს
ინფორმაციას და აღწერს სითბური ძრავების მოქმედების პრონციპს
·
მოახდენს სითბური
ძრავების კლასიფიკაციას
რაც შეეხება საგანს გეოგრაფია, იგი
ყველაზე ახლოს დგას საგან ისტორიასთან და არც საერთო და დასაკავშირებელი თემის
მოძებნა იქნება რთული, თუმცა მე რამოდენიმეს შემოგთავაზებთ. მაშ ასე ისტორიასა და გეოგრაფიას შორის
ინტეგრირება მოხდა X კლასში თემაზე:
„ისტორიული გეოგრაფია და ისტორიული კარტოგრაფია“
საგნობრივი სტანდარტი კი შეესაბამა
ერთმანეთს შემდეგნაირად:
ისტორია:
ისტ.X. 2. მოსწავლეს
შეუძლია ისტორიის დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღრა.
·
ჩამოთვლის ისტორიის დამხმარე დარგებს, იცნობს მათ სპეციფიკას, გამოყოფს
კვლევის უმთავრეს ობიექტებს;
·
მსჯელობს
ისტორიული დარგების ადგილსა და მნიშვნელობაზე ისტორიული პროცესის შესაძლებელი სისრულით
აღდგენისა და აღქმისათვის
·
განსაზღვრავს ისტორიული გეოგრაფიის მნიშვნელობას, იცნობს
ისტორიული კარტოგრაფიის ძირითად ეტაპებს, მათ შორის ქართული კარტოგრაფიის განვითარების
ისტორიას (მაგ.: მსჯელობს ვახუშტი ბაგრატიონის
კარტოგრაფიულ მემკვიდრეობაზე და ადარებს მის ატლასებს მისი დროის მსოფლიო კარტოგრაფიულ
მიღწევებთან).
გეოგრაფია:
გეო.X.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან
პროცესებთან.
·
გამოყოფს
მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებს, მსჯელობს პოლიტიკურ რუკაზე
ასახულ რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებებზე; შედეგებს გამოსახავს მისთვის სასურველი
ფორმით;
გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული
და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
·
ახასიათებს გეოგრაფიული მდებარეობის დონეებს (რეგიონული, კონტინენტური, ზღვისპირა, ზონალური, მეზობლობა და
ურთიერთობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებთან); აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით
სხვადასხვა ქვეყნებს აჯგუფებს ცხრილში;
N2 თემად ავირჩიე XI კლასში ჩატარებული ისტორია-გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ევროპული სახელმწიფოების შექმნის ისტორია და მათი
გეოგრაფიული დახასიათება“ , ხოლო საგნობრივი სტანდარტი კი ასე შეესაბამა ერთმანეთს:
ისტორია:
ისტ.XI.3.
მოსწავლეს
შეუძლია სახელმწიფოს რაობისა და მნიშვნელობის
ანალიზი.
·
მსჯელობს სახელმწიფოს მახასიათებლების შესახებ;
·
ტიპოლოგიურად აჯგუფებს სხვადასხვა ეპოქის სახელმწიფოებს, ადარებს მათ ერთმანეთს;
·
ადარებს სახელმწიფოს სოციალური ორგანიზაციის სხვა ფორმებს;
მსჯელობს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
გეოგრაფია:
გეო.XI.4.
მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.
·
აანალიზებს პოლიტიკური ხასიათის
გლობალური პრობლემების წარმოშობას, განვითარებას და სივრცობრივ თავისებურებებს. გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხისადმი;
·
ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს
ომების, ეთნოკონფლიქტებისა და ტერორიზმის წარმოშობას, გამოვლინების ფორმებსა და სივრცობრივ თავისებურებებს შორის;
ხოლო მესამე თემად ავირჩიე ინტეგრირებული გაკვეთილი IX კლასში, რომელიც
სამი საგნის შერწმით ჩატარდა ესენია ისტორია,
გეოგრაფია და ხელოვნება თემაზე: „ეთნოგრაფიის
გეოგრაფია“, საგნობრივი სტანდარტი ასე გამოიყურება:
გეოგრაფია:
გეო.
IX. 10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქართული ტრადიციები გეოგრაფიულ თავისებურებებთან მიმართებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● აკავშირებს ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნებას საქართველოს ბუნებრივ პირობებთან; ადარებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის სამოსახლოს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ნახატი, ცხრილი და სხვა);
● მსჯელობს საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ტრადიციული ჩაცმულობის, სამზარეულოსა და სუფრის თვითმყოფადობაზე, უკავშირებს მათ გარემოს თავისებურებებს, ადარებს ერთმანეთს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (წერს თემას, აკეთებს სტენდს, ჩანახატს და სხვა).
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს. გ. IX. 7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● მსჯელობს, რა ხერხებით არის შენარჩუნებული და დაცული ქართულ ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები;
● იკვლევს, რა მსგავსება და განსხვავება ა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა და სხვ. ).
ისტორია:
ისტ.
IX. 7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
● მსჯელობს ქართული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლების შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
ისტორიასა და სამოქალაქო განათლების საგნებს შორის ინტეგრირება მოხდა VII
კლასში თემაზე: „ადამიანის უფლებები და
სოციალური ურთიერთობები უწინ და ახლა“, საგნობრივი სტანდარტი შემდეგნაირად
ფორმულირდა:
ისტორია:
ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია
საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის
კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ქრონოლოგიურად აჯგუფებს სხვადასხვა პერიოდის სოციალური
ფენების
წარმომადგენლებს და მსჯელობს მათი
ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
სამოქალაქო განათლება:
მოქ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და
თავისუფლებები, მოვალეობები და
პასუხისმგებლობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აღწერს საქართველოს მოქალაქეობის საფუძვლებსა და პირობებს;
· ადარებს ერთმანეთთან საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და
თავისუფლებებს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის დებულებებს;
· მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე;
· ადგენს ასაკობრივ დროის ხაზს, რომელზედაც მიუთითებს საქართველოს მოქალაქის ძირითად უფლებებს, მოვალეობებსა
და შესაბამის პასუხისმგებლობებს.
· გამოყოფს საქართველოს არასრულწლოვანი
და სრულწლოვანი
მოქალაქეების სამართლებრივი
მდგომარეობის განსხვავებსა და
მსგავსებებს;
· აჯგუფებს საკუთარ კანონიერ უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს სამართლებრივი სფეროების
მიხედვით (სამოქალაქო, ადმინისტრაციული,
სისხლის სამართლის და
ა.შ.);
· საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობებს აჯგუფებს მათი
განხორციელების პირობების მიხედვით (მაგ.: საკმარისია მოქალაქის ნება, საკმარისია საზოგადოებრივი შეთანხმება, აუცილებელია სახელმწიფოს მოქმედება).
ახლა სპორტის და ისტორიის ინტეგრირებულ
გაკვეთილს შემოგთავაზებთ, რომელიც ჩავატარეთ VIII კლასში თემაზე: „სპორტის ისტორია და ჯანსაღი ცხოვრების წესი“, საგნობრივი სტანდარტის მიხედვით
ინტეგრირება მოხდა შემდეგნაირად:
ისტ.VIII.18. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების
კულტურის საფუძვლების
კვლევა.
·
თანაკლასელებთან ერთად ირჩევს სპორტის ერთ-ერთ გავრცელებულ
(მსოფლიოში ან რეგიონში) სახეობას და განიხილავს მისი განვითარების პირობებს (მაგ.: წარმოშობა, გავრცელების დინამიკა, ეფექტიანობა და ა.შ.);
სპ.VII-IX.1. მოსწავლეს შეუძლია გაითავისოს ჯანსაღი
ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების
მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა.
სპ.VII-IX.5. მოსწავლეს
შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში,
რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.
რაც შეეხება ისტორიისა და მუსიკის ინტეგრირებულ
გაკვეთილს აქ თემად ავირჩიეთ „მუსიკა
ომის არომატით - ომი და მუსიკა II მსოფლიო ომში“. რომელიც ჩავატარე VIII კლასში
შემდგომ უფრო დაწვრილებით არის ახსნილი მთლიანი გაკვეთილის გეგმა რეფლექსია და
შეფასების კრიტერიუმები, და სურვილის შემთხვევაში შეგიძიათ გაეცნოთ: მანამდე კი
გეტყვით რომ ამ ორი საგნის ინტეგრირება მოხდა საგნობრივი სტანდარტის მიზნებიდან
გამომცინარე შემდეგნაირად:
ისტორია:
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
·
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადგენს ცხრილს, რომელშიც სახელმძღვანელოში
არსებულ თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით
და მიაკუთვნებს მათ შესაბამის ეპოქებს
ისტ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული
მიგრაციული პროცესები.
·
ინდივიდუალურად ან ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით
განასხვავებს მიგრაციის ტიპებს. აჯგუფებს სხვადასხვა
ტიპის მიგრაციის მიზეზებსა და შედეგებს;
·
წერს თემას, რომელშიც აღწერს უცხო ქვეყანაში ახალმოსახლეთა
გადასახლების მიზეზებს, ახალ გარემოში მიგრანტების
ყოველდღიურ
ყოფას;
ისტ.VIII.16. მოსწავლეს
შეუძლია აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.
მუსიკა:
მუს. VIII .5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი
მუსიკალური
ნაწარმოების გაანალიზება.
·
საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ
შთაბეჭდილებაზე;
·
განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს (ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი...), სტილს (კლასიკური,
ხალხური, თანამედროვე);
·
მოსმენის
დროს ახასიათებს მუსიკის გამომსახველობით
საშუალებებს;
მუს.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია
გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
·
მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების,
კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ;
·
წარადგენს მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური
ნაწარმოების, ამა თუ იმ მუსიკოსის შესახებ;
მუს.VIII.8. მოსწავლე აღიქვამს მუსიკას,
როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
·
განასხვავებს მუსიკალურ სტილებს კულტურისა და ეპოქის მიხედვით;
·
მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურისა და ეპოქის შესახებ კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების გაცნობით;
·
საუბრობს იმის შესახებ,
თუ როგორ შეიძლება კონკრეტული მუსიკალური განწყობილების, კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოხატვა
მუსიკალური გამომსახველობის სხვადასხვა ხერხის საშუალებით; განიხილავს მუსიკის როლს ხელოვნების სხვა დარგებისთვის.
დასკვნა:
მაშ ასე, როგორც
ხედავთ სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპი - ინტეგრირებული გაკვეთილი ძალზედ საინტერესო
და მრავალფეროვანია. ამოუწურავი ინფორმაცია და რესურსი შეიძლება გამოიყენო და შედეგზე
ზუსტად გახვიდე.
გისურვებთ წარმატებებს!
ნიმუში:
ისტორია - მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: ------------------
ჩატარების ადგილი:
წალკა, სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლა
გაკვეთილის თემა:
„მუსიკა ომის არომატით - ომი და მუსიკა II მსოფლიო ომში“
პედაგოგები: ისტორია
- თიკო ლობჯანიძე
მუსიკა -
------------------------------
კლასი - VIII
(10 მოსწავლე,
მათ შორის არ არის სსსმ )
მიზანი/შედეგი
|
ესგ-თან შესაბამისობა
|
მეთოდი
|
აქტივობები
|
ორგანიზების ფორმა
|
დრო
|
რესურსი
|
მოსწავლეები
შეძლებენ მოძიეულ მასალაზე დაყრდნობით გააკეთონ ანალიზი/შეფასება ომების წარმოშობის
და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ასევე იმსჯელონ ომის დროინდელი მიღწევების
შესახებ, მუსიკის როლზე ომიანობის დროს, და დაინახავენ კავშირს ამ ორ საგანს შორის,
აღწერენ იმ მახასიათებლებს რომელიც გააჩნია მუსიკას როგორც სულიერი სიმშვიდის და
სულიერი შიმშილის დაკმაყოფილების საშუალებაზე.
|
ისტ.VIII.1. მოსწავლეს
შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები
შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
·
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ადგენს ცხრილს,
რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან
დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა
და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მიაკუთვნებს მათ შესაბამის ეპოქებს
ისტ.VIII.2. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.
·
ინდივიდუალურად
ან ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით განასხვავებს მიგრაციის
ტიპებს. აჯგუფებს სხვადასხვა
ტიპის მიგრაციის მიზეზებსა და შედეგებს;
·
წერს თემას,
რომელშიც აღწერს უცხო ქვეყანაში ახალმოსახლეთა გადასახლების მიზეზებს, ახალ
გარემოში მიგრანტების ყოველდღიურ ყოფას;
ისტ.VIII.16. მოსწავლეს შეუძლია
აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.
მუს.
VIII .5.
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების
გაანალიზება.
·
საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;
·
განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს (ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი...),
სტილს (კლასიკური, ხალხური,
თანამედროვე);
·
მოსმენის დროს ახასიათებს მუსიკის გამომსახველობით საშუალებებს;
მუს.VIII.6.
მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს
მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
·
მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის,
შემსრულებლის შესახებ;
·
წარადგენს მოძიებულ
ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების, ამა თუ იმ მუსიკოსის შესახებ;
მუს.VIII.8. მოსწავლე აღიქვამს მუსიკას,
როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
·
განასხვავებს მუსიკალურ
სტილებს კულტურისა და ეპოქის მიხედვით;
·
მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ
კულტურისა და ეპოქის შესახებ კონკრეტული მუსიკალური
ნაწარმოების
გაცნობით;
·
საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება
კონკრეტული მუსიკალური განწყობილების, კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოხატვა მუსიკალური
გამომსახველობის სხვადასხვა ხერხის საშუალებით;
·
განიხილავს მუსიკის როლს ხელოვნების სხვა დარგებისთვის.
|
·
კითხვა-პასუხი
·
პრეზენტაცია
·
დისკუსია
·
რამოდენიმე მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის შემდეგ
ვსვამთ საკვანძო კითხვას
·
შეფასება/ თვითშეფასება
|
·
სიის ამიკითხვა
·
მიზნების და განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გაცნობა
·
მოსწავლეებს გამოწვევის ფაზაზე დავუსვამ კითხვას რა
იწვევს ომებს? და მათ დასახელებულ პასუხებს ჩამოვწერ დაფაზე გამოვიყენებთ სხივურ
დიაგრამას
·
წინა დღეს მიცემული დავალებებიდან გავაკეთებინებთ პრეზენტაციას მეორე
მსოფლიო ომზე ჯგუფურად. შექმნილი სამი ჯგუფი მნიშნელოვან საკითებს გადაიტანენ ფლიპჩარტებზე
და გააკეთებენ პრეზენტაციას
·
მოსწავლეებს წინა დღეს ვაყურებინებთ ფილმს „პიანისტი“ და უკვე გაკვეთილზე დავუსვამთ სადისკუსიო შეკითხვას
„როგორ ცვლის მუსიკა ადამიანს? მოსწავლეები იმსჯელებენ და დისკუსიაში გამოიწვევენ
ასევე დამსწრე საზოგადოებას
·
შემდეგ მოვისმენთ რამოდენიმე მოკლე მუკიკას მეორე
მსოფლიო ომის რეპერტუარიდან და ასევე ჯაზიდან და დავსვათ საკვანძო კითხვას „შეადარონ
იმ დროის მუსიკა დღევანდელ მუსიკას და ვთხოვ მოკლე მსჯელობით ისაუბრონ მუსიკის როლზე
მის დადებით მხარეებზე. (შესაძლოა უარყოფითიც დაასახელოს ვინმემ)
·
გაკვეთილის ბოლოს გავაკეთებთ რეფლექსიას და განმავითარებელ
შეფასებას/ თვითშეფასებას
|
მთელი
კლასი
მთელი კლასი
ჯგუფური
მთელი
კლასი
მთელი
კლასი
მთელი
კლასი
ინდივიდუალური
|
1
წთ.
1
წთ.
3
წთ.
8
წთ.
10
წთ.
10
წთ.
5
წთ.
|
სახელმძღვანელო
ცარცი
დაფა
კალმები
ფლიპჩარტი
რვეული
კალმები
მიკროფონი
ინტერნეტი
ნოუთბუქი
პროექტორი
თვითშეფასების
კითხვარები
შეფასების
კრიტერიუმების ცხრილი
|
ნიმუში:
ისტორია - მუსიკის
ინტეგრირებული გაკვეთილის
რეფლექსია
ჩატარების
დრო: -------------------------------------
ჩატარების ადგილი: წალკა, სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლა
პედაგოგები:
ისტორია - თიკო
ლობჯანიძე
მუსიკა
- -------------------------
კლასი
- VIII (10 მოსწავლე, მათ შორის
არ არის
სსსმ )
გაკვეთილის
თემა:
|
„მუსიკა ომის
არომატით“ - ომი და მუსიკა
|
|
რამდენად
მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგების
მიღწევით ხართ კმაყოფილი?
|
მოსწავლეებმა მიაღწიეს გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
შეძლეს მოეძებინათ მასალა, რაზეც დაყრდნობით გააკეთეს ანალიზი და შეფასება, ისაუბრეს
ომის გამომწვევ მიზეზებზე, ასევე ომის დადებით და უარყოფით მხარეებზე და იმ მიღწევებზე
რაც სწორედ ომმა გამოიწვია. ასევე გაიაზრეს და გაანალიზეს მუსიკის როლი, თუ როგორია,
რა ძალა გააჩნია მუსიკას როდესაც ადამიანი
მუდმივ სტრესულ მდგომარეობაშია და სულიერ შიმშილს განიცდის. მოსწავლეებმა
არაჩვეულებრივად დაინახეს ამ ორ საგანს შორის კავშირი და განუვითარდათ ტრანსფერის
უნარი მაშინ როდესაც ისინი უსმენდნენ ომის დროინდელ მუსკას, შეძლეს ხასიათის მიხედვით
ამოეცონოთ ისინი თუ რომელ ისტორიულ პიროვნებასთან შეიძებოდა მათი დაკავშირება, მაგალითად
ჰიტლერი დააკავშირეს ვაგნერის მუსიკასთან, ხოლო სტალინი კი შოსტაკოვიჩის მუსიკასთან.
უფრო მეტად კმაყოფილი ვარ იმ შედეგით სადაც გამოჩნდა მოსწავლეთა ინტერესი
ორივე საგნის მიმართ და სადაც კარგად ჩნდა ტრანსფერი.
|
|
|
გაკვეთილის სუსტ მხარედ ვთვლი იმას რომ, გაკვეთილი უნდა წაგვეყვანა ორ
მასწავლებელს მე და მუსიკის მასწავლებელს. ფაქტიურად გაკვეთილი მიმყავდა მხოლოდ მე,
რადგან მუსიკის მასწავლებელს არ აღმოაჩნდა გამოცდილება ინტეგრირებული გაკვეთილის
ჩატარების, თუმცა გაკვეთილის ჩატარებამდე ორჯერ დავსხედით და დავგეგმათ ყველა დეტალი.
ამან ცოტა გაკვეთილის მსვლელობიდან ამოგვაგდო, თუმცა მიზანზე მაინც გავედით ბავშვების
დიდი დაინტერესების და მუშაობის საფუძველზე. მე ვესაუბრე ბავშვებს როგორც ისტორიაზე
ასევე მუსიკაზეც აღნიშნული თემიდან გამომდინარე და დავაკავშირე ერთმანეთთან ამ ორ
საგანში არსებული ინფორმაცია.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ის, რომ მოსწავლეებმა კარგად დააკავშირეს
ეს საკითხები ერთმანეთთან და აითვისეს ორ საგანში არსებული ინფორმაცია, ასევე კარგად
შედგენილი გაკვეთილის გეგმა და სწორად გადანაწილებული აქტივობები, რომელიც იყო გაწერილი
დროში, რასაც მოწმობს დამსწრე მასწავლებლების შეფასება.
|
|
|
ა)მოსწავლეთა
ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე?
|
მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში ძალზედ ეფექტურად მოახდინა
წინა დღეს მათთვის ნაჩვენებმა ფილმაა „პიანისტი“, რომელიც ზუსტად მორგებული იყო ჩვენს
საგაკვეთილო თემასთან. ასევე გაკვეთილზე ძირითადად ინტერაქტიური მეთოდიკა იყო გამოყენებული,
მოსწავლეებმა დაამუშავეს მათთვის მიცემული მასალა და გააკეთეს პრეზენტაცია, საკლასო
ორგანიზების ფორმები მრავალფეროვანი იყო და იძლეოდა მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა
და ცოდნის ურთიერთგაზიარების საშუალებას, მოწავლეებს მიეცათ თვითშეფასების შესაძლებლობა.
|
ბ)მოსწავლეთა პროდუქტულ ინტერაქციაზე?
|
საგაკვეთილო პროცესში მიმდინარე ინტერაქცია ორმხრივი და საკმაოდ პროდუქტიული
იყო. გააკათეს პროდუქტიული დასკვნები. მათ მიერ შერჩეული სწორი პასუხები, ძალიან
ლამაზი პრეზენტაციის გაკეთება მუსიკის თანხლებით.
|
|
|
მოსწავლეთა ნააზრევიდან და ნამუშევრებიდან კარგად ჩანს, რომ მათ მოახდინეს
საგაკვეთილო თემის ზუსტად გააზრება, მათი დიდი ინტერესი იქიდან ჩანს რომ მუსკის მოსმენის
დროს ცდილობდნენ სწრაფად და ზუსტად ეპასუხათ კითხვებზე, ასევე კარგად გაკეთებული
პრეზენტაცია.
|
|
|
გამოწვევის ფაზაზე კითხვა–პასუხი, რაც დამეხმარა, მოსწავლეთა ჩართულობის
გაზრდაში და შემდეგ ხარაჩოს მეთოდი რომლითაც
მოსწავლეები მიმყავდა სწორ პასუხებამდე. ანუ მაგალითად ფილმის „პიანისტის“ ზუსტად
არჩევა, მორგება ამ თემატიკსათან და შემდეგ აქედან გამომდინარე სააზროვნო კითხვების
დასმა.
|
|
|
იმდენად მომეწონა გაკვეთილი, ვფიქრობ არაფერს შევცვლიდი ამ ეტაპზე. თუმცა
შეიძლება უფრო მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებაც. და რაიმე რესურსის შექმნაც
შესაძლებელია სპეციალურად ამ თემატიკისთვის.
მთლიანობაში გაკვეთილი იყო საინტერესო, თანმიმდევრული და მიზანზე ორიენტირებული,
გამოყენებული მეთოდები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მოსწავლეები ინტერესით იყვნენ
ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, და საკმაოდ თვითკრიტიკულები იყვნენ თვითშეფასების
პროცესში.
|
შეფასების რუბრიკები რომლის საშალებით შევაფასეთ
მოსწავლეები:
მსჯელობის
უნარის შეფასების
რუბრიკა
სასწავლო უნარები
|
1-4
|
5-6-
|
7-8
|
-9-10
|
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
|
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
|
დახმარების საშუალებით შეუძლია
რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
|
არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
|
საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს
არგუმენტები
|
ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების
განსაზღვრა
|
არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული
პარალელების ამოცნობა
|
დახმარების შედეგად ამოიცნობს
ლიტ.პარალელებს
|
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური
თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
|
მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია
მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო
დასკვნების გამოტანა
|
ტექსტის მხატვრული გააზრება
|
არ იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს
ლიტ-ის მხატვრულ ფუნქციას
|
მითითების მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს
რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და ეპითეტის ამოცნობა
|
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა
იდენტიფიცირება
|
მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,
არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას
|
პრეზენტაცია
|
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად,
კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
|
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი
დალაგება, ლოგიკურად გადმოცემა
|
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს
საპრეზენტაციო საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
|
შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს,
დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
|
წინად.კონსტრუირება
|
არ შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება,
უჭირს სათქმელის გადმოცემა
|
აგებს მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს
სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს
|
ფლობს სინტაქსური სინონიმიკის ელემენტებს,
სტილი გამართულია
|
შესაბამისად იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა
და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური
თხრობისა და მეტყველების მანერა
|
ისტ-ის მიზნობრივი გამოყენება
|
არ ფლობს კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს
|
დახმარებით შეუძლია მითითების მიხედვით
შესაბამისი პროგრამის გამოყენება
|
იცის საოფისე პროგრამები, შეუძლია მათი
დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას
|
სრულყოფილად ფლობს ისტ-ის გამოყენების
ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე მასალები
|
გაკვეთილში ჩართულობის შეფსების
რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9–10
|
7–8
|
4–5–6
|
1–2–3
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად
წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და
შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ
სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად
წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს
საკუთარ აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს
მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ
პატივისცემას
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას
გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
|
მოსწავლე
|
||||||||||
|
ანი
|
თეა
|
რამინი
|
ლიზი
|
ხრისტო
|
ქრისტინე
|
ნათია
|
რომანი
|
ოთარი
|
მადონა
|
როინი
|
საინტერესო
შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევების/ნაშრომის
წარმოჩენის უნარი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შემოქმედებითი
უნარი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
თემის გასაგებად წარმოდგენა
(ლოგიკური ჯაჭვი)
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საუბარი
(გამართულობა, ტემბრი)
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
თვალსაჩინოებების
გამოყენება
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
აუდიტორიასთან კონტაქტი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ინფორმაციის ფლობის
უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჯამი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
|
III დონე (8-10 ქულა)
|
II დონე (5-7 ქულა)
|
I დონე (1-4 ქულა)
|
მოსმენა
|
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და უყურებს
ორატორს
|
იშვიათად უსმენს და
უყურებს ორატორს
|
საუბარი
|
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
|
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
|
არავერბალური კომუნიკაცია
|
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის
ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
|
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
|
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს
|
მონაწილეობა
|
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა
და აზრების გამოთქმით
|
ძირითადად გამოხატავს
ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
|
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის
მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
|
კოოპერაცია
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას
და იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის
საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
|
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით.
არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
|
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული
ფაქტებით
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
|
ჯგუფი
№ 1
|
||
კრიტერიუმები:
|
სრულიად
|
ნაწილობრივ
|
არ შეესაბამება
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს და
იცავენ რიგითობას, უცვლიან ერთმანეთს იდეებს
|
|
|
|
ჯგუფის წევრები მხოლოდ საკითხის ირგვლივ
მუშაობენ
|
|
|
|
ჯგუფის წევრები
საგნობრივად მართებულად ართმევენ თავს დავალებას
|
|
|
|
ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩენენ
ნამუშევრების მთავარ იდებს
|
|
|
|
პრეზენტაციის დროს იცავენ დროის
ლიმიტს
|
|
|
|
ჯამი
|
|
|
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
|
ჯგუფი
№ 2
|
||
კრიტერიუმები:
|
სრულიად
|
ნაწილობრივ
|
არ შეესაბამება
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს და
იცავენ რიგითობას, უცვლიან ერთმანეთს იდეებს
|
|
|
|
ჯგუფის წევრები მხოლოდ საკითხის ირგვლივ
მუშაობენ
|
|
|
|
ჯგუფის წევრები
საგნობრივად მართებულად ართმევენ თავს დავალებას
|
|
|
|
ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩენენ
ნამუშევრების მთავარ იდებს
|
|
|
|
პრეზენტაციის დროს იცავენ დროის
ლიმიტს
|
|
|
|
ჯამი
|
|
|
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
|
ჯგუფი
№ 3
|
||
კრიტერიუმები:
|
სრულიად
|
ნაწილობრივ
|
არ შეესაბამება
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს და
იცავენ რიგითობას, უცვლიან ერთმანეთს იდეებს
|
|
|
|
ჯგუფის წევრები მხოლოდ საკითხის ირგვლივ
მუშაობენ
|
|
|
|
ჯგუფის წევრები
საგნობრივად მართებულად ართმევენ თავს დავალებას
|
|
|
|
ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩენენ
ნამუშევრების მთავარ იდებს
|
|
|
|
პრეზენტაციის დროს იცავენ დროის
ლიმიტს
|
|
|
|
ჯამი
|
|
|
|
ეს კი თვითშეფასების რუბრიკებია:
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი:
№
|
კითხვები
|
1
|
2
|
3
|
შენიშვნა
|
1
|
ვხელმძღვანელობ
გაკვეთილის
დაგეგმვისას
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
სტანდარტით
|
|
|
|
|
2
|
შევიმუშავებ
გაკვეთილის
დაგეგმვისას
შეფასების
სტრატეგიას
და
ინსტრუმენტებს
|
|
|
|
|
3
|
ვიყენებ
თუ
არა
მრავალფეროვან
შეფასების
ინსტრუმენტებს
სწავლის
შედეგის
და
აკადემიური
მიღწევის
სტანდარტის
შესაბამისად
|
|
|
|
|
4
|
მოსწავლეებს
ყოველთვის
ვაცნობ
და
ვუხსნი
გაკვეთილის
მიზნებს
|
|
|
|
|
5
|
ვაძლევ
თითოეულ
მოსწავლეს
უკუკავშირს
ზეპირად
და
წერილობით
|
|
|
|
|
6
|
ვიყენებ დამხმარე სასწავლო რესურსებს
|
|
|
|
|
7
|
აქტივობებს ვიყენებ სპეციფიური
მიზნით
|
|
|
|
|
8
|
ვმუშაობ საშუალო და სუსტ ბავშვებთან ინდივიდუალურად
|
|
|
|
|
9
|
ვიყენებ სხვადასხვა მეთოდს მოსწავლეთა მოტივაციიის ასამაღლებლად
|
|
|
|
|
10
|
სისტემატურად ვთანამშრომლობ კოლეგებთან
|
|
|
|
|
11
|
ვმუშაობ მშობლებთან
|
|
|
|
|
12
|
ვქმნი კლასში პოზიტიურ სასწავლო გარემოს
|
|
|
|
|
13
|
ვიცავ დადგენილ ვადებს
|
|
|
|
|
14
|
ვაკეთებ თვითშეფასებას სისტემატურად
|
|
|
|
|
15
|
მოსწავლეები სისტემატურად აკეთებენ რეფლექსიას
|
|
|
|
|
თვითშეფასების
კითხვარი მოსწავლეებისათვის
N
|
კითხვა
|
1
|
2
|
3
|
4
|
0
|
1
|
გაკვეთილი იყო ძალიანი
საინტერესო ჩემთვის
|
|
|
|
|
|
2
|
მასწავლებელი საუბრობდა
ჩემთვის გასაგებ ენაზე
|
|
|
|
|
|
3
|
მასწავლებელი მასძლევდა
საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას
|
|
|
|
|
|
4
|
მასწაველებლი ქმნიდა მეგობრულ
გარემოს
|
|
|
|
|
|
5
|
თემა იყო მარტივი და ადვილად
აღსაქმელი
|
|
|
|
|
|
6
|
მთელი გაკვეთილის განმავლობაში
ვიყავი ყურადღებით
|
|
|
|
|
|
7
|
ვიყავი აქტიური და მონაწილეობას
ვიღებდი სხვადასხვა აქტივობებში
|
|
|
|
|
|
შეფასება:
1. სამი რამ, რაც მომეწონა __________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
2. ორი რამ, რაც გავიგე
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
3. ერთი რამ, რაც ბუნდოვანი დარჩა ჩემთვის
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
მოსწავლის
სახელი/გვარი და კლასი _______________________________________
დასკვნა:
და ბოლოს ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს
პროფესიულ განვითარებაში, ბადებს მისი
საკუთარ პრაქტიკაზე მორგების, გამოყენების დიდ
სურვილს, უბიძგებს
მასწავლებლებს ახალი
იდეების პრაქტიკაში დანერგვისაკენ. და მრავალფეროვანი
გაკვეთილი კი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდასაც.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
http://www.etaloni.ge/geo/main/index/5018
2.
https://ru.calameo.com/books/005033132d961e1497313
Комментариев нет:
Отправить комментарий