მთავარი გვერდი

მოდიფიცირებული მეთოდები და აქტივობები

მოდიფიცირებული მეთოდები და აქტივობები


1. მოდიფიცირებული აქტივობა / მეთოდი რომელიც მე გავაკეთე იყო ჯიგსოუს მეთოდი, რომელსად გაკვეთილებზე ვიყენებ ძალზედ აქტიურად, როდესაც დიდი ტექსტი მაქვს დასამუშავებელი.
ამისათვის სპეციალაურად შევქმენი რესურსი "საინფორმაციო საათი", აქტივობის განხორციელება ხდება ჯგუფური მუშაობის დროს. დავალებად ვაძლევ ჯგუფებს დასამუშვებელი ტექსტის ნაწილებს (რამდენი ჯგუფიც იქნება იმდენი ნაწილი იქნება ტექსტის) უნდა წაიკითხოს ყველამ თავთავისი ნაწილები და ამოწერონ 4 მნიშვნელოვანი რამ რაც ტექსტში ჩანს, ანუ საკვანძო საკითხები. (ამ საათის მიხედვით 4 ჯგუფი იმუშავებს) შემდეგ გააცნობენ კლასს რიგრიგობით და მთელი ტექსტის დამუშავება გამოვა.



2. "პეპლის ეფექტი" გაკვეთილზე

მეთოდი "პეპლის ეფექტი" გამოვიყენე სამოდელო ინოვაციური გაკვეთილის ჩატარების დროს როდესაც მოსწავლეებმა ალტერნატიული რეალობა დახატეს და მასზე იმსჯელეს დისკუსიის დროს.

გადავწყვიტე ჩამეტარებინა სამოდელო გაკვეთილები, პირველი გაკვეთილი ინტეგრირებული ჩავატარე ქართულის საგანთან. მეორე კი გადავწყვიტე ინოვაციური ყოფილიყო. ავირჩიე კლასი, თემა და დავგეგმე 13 ივნისისათვის ჩამეტარებინა სამოდელო-ინოვაციური გაკვეთილი. გაკვეთილი ჩატარადა ჩემს სადამრიგებლო X კლასში. საკვლევ თემად ავირჩიეთ XVIII საუკუნის საქართველო და მეფე ერეკლე II. გაკვეთილის ინოვაცია იყო, ის იმიტირებული სასამართლო პროცესი სადაც მოსწავლეებმა მოირგეს როლები და "გაასამართლეს მეფე ერეკლე" ასევე ინოვაციური აქტივობა იყო გაკვეთილის ბოლოსკენ ჩატარებული დისკუსია სადაც მოსწავლეებმა იმსჯელეს და წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრება კითხვის გარშემო: "რა მოხდებოდა ერეკლე მეფეს რომ არ დაედო გეორგიევსკის ტრაქტატი?" ბავშვებმა ისაუბრეს ალტერნატიულ რეალობაზე, როგორი იქნებოდა საქართველოს მდგომარეობა გეორგიევსკის ტრაქტატის გარეშე? გაკვეთილი გამოვიდა ძალიან საინტერესო და დამსწრე კოლეგები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ჩვენი ბავშვების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენის გამო. მადლობა ჩემს ჭკვიან მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობის და ლამაზი გაკვეთილის ჩუქებისათვის.

ფოტო- გალერეა:




































































Комментариев нет:

Отправить комментарий