მთავარი გვერდი

რატომ გავხდი მასწავლებელი?

რატომ გავხდი მასწავლებელი?
ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა: რატომ გავხდი მასწავლებელი?
ალბათ იმიტომ რომ ეს ჩემი სულის და გულის ნაწილია. ალბათ იმიტომ რომ უზომოდ ვარ შეყვარებული ბავშვებზე და ზოგადად ადამიანები მიყვარს. ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო მათ როგორც შემიძლია. ალბათ იმიტომ რომ მინდოდა თავადაც განვითარება. მას შემდეგ რაც სკოლაში შევდგი ფეხი ჩემი მოსწავლეები მე მზრდიან და მე მათ. დღეს თუკი წარმატებით აბარებენ გამოცდებს ჩემს საგანში ჩემი მოსწავლეები ალბათ ჩემი სწავლების სტილის შედეგია.  და ბოლოს იმიტომ გავხდი მასწავლებელი რომ მოწოდება მქონდა ასეთი. დღეს მე პედაგოგი ვარ!

თ. ლობჯანიძე

კარლ როჯერსის სწავლების კონცეფცია  -
https://drive.google.com/file/d/0BxNV0IaAhIOOWVBHMGpCcTRHckk/view 

მასწავლებლის 10 მცნება და 10 რჩევა -
https://drive.google.com/file/d/0BxNV0IaAhIOOM2RYWFY3aVRrV1k/view





როგორ აღმოვჩნდი პროგრამაში "ასწავლე საქართველოსთვის"


ერთხელ შემთხვევით მალალა იუსაფზაის სიტყვებს წავაწყდი, რომელიც ასე ჟღერდა: „ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია მსოფლიო შეცვალოს“.
როდესაც მასწავლებლობა ჩემს პროფესიად ავირჩიე მივხვდი მსოფლიოს თუ ვერ შევცვილიდი ღირსეულ მომავალ თაობებს აღვზრდიდი, რომლებიც შეცვლიდნენ  მსოფლიოს.  აი ერთ დღეს ფეხი შევდგი სკოლაში და მას მერე აქ ვარ უკვე 12 წელია.
დღეს მე მასწავლებელი ვარ! ვგრძნობ და განვიცდი ჩემს ყოველ წარმატებას და მარცხს. ყოველთვის მქონდა სურვილი გამეკეთებინა რაიმე მნიშნელოვანი  და ჩემი მასწავლებლობაც უფრო ნაყოფიერი გამხდარიყო. ვიცოდი როგორ უჭირდა რეგიონებს მასწავლებლების მხრივ, და ამიტომ მაღალმთიანი სოფლები იცლებოდა, პირველად რომ ვთქვი სახლში მინდა სადმე მარალმთიან რეგიონში წავიდე და იქ ვასწავლოთქო, ჩემდა გასაკვირად მხოლოდ მამამ დამიჭირა მხარი. დედა ყოველდღე ნერვიულობდა და ცდილობდა გადამეფიქრებინა, თუმცა მე არჩევანი უკვე გავაკეთე.
 ყველაფერი უცებ დაიწყო.  სამი წლის წინ,ერთ დღეს სიახლეების გაცნობისას თვალი მოვკარი განცხადებას კონკურსის შესახებ, რომელსაც პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ აცხადებდა, მივხვდი შანსი მეძლეოდა ჩემი ცხოვრება მთლიანად შემეცვალა, გამომეცადა საკუთარი თავი და თან საყვარელი საქმე მეკეთებია. დავრეგისტრირდი და კონკურსში გავიმარჯვე. ასწავლე საქართველოსთვის პროგრამაში ჩემი მოღვაწეობა გურიის ლამაზ სოფელ ქვაბღაში ისტორიის მასწავლებლობით დაიწყო და გაგრძელდა წალკის ასეთივე ლამაზ სოფელ საყდრიონში.
მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ეს  ორი კუთხე სრულიად უცხო იყო ჩემთვის ადვილად შევძელი შეგუება და გაშინაურება. ამაში თავად ადგილობრივი მოსახლეობაც დამეხმარა.
ქვაბღაში 2 ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი წელი გავატარე, ჩემს მოსწავლეებთან ერთად არაერთ კონკურსში და პროექტში მივიღე მონაწილეობა. ერთ ერთი იყო პროექტი „საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა“, რომელმაც ყურადღება დაიმსახურა და მასწავლებლის სახლის საიტზე დაიდო. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად ვიყენებდი სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს, ხშირად ვატარებდით ინტეგრირებულ და სამოდელო გაკვეთლებს, ასევე ვეხმარებოდი ჩემს კოლეგებს დაუზარებლად, ვაცნობდი სიახლეებს და მათთან ერთად ვგეგმავდი გაკვეთილებს. მოსწავლეების დახმარებით სამი საგნის მასწავლებელმა (ისტორია, გეოგრაფია და ხელოვნება) მოვამზადეთ ინტეგრირებული პროექტი „არ დავივიწყოთ“, რის დასკვნითი ნაწილი ყველაზე ლამაზი და მნიშნელოვანი იყო. ამასტან დაკავშირებით სკოლაში გავხსენი თექის შემსწავლელთათვის წრე და ჩემმა ხელოვანმა ბავშვებმა არაერთი ლამაზი ნამუშევარი შექმნეს. მუშაობის დროს დამებადა იდეა მეწარმოებია კვლევა მშობლის როლზე სასკოლო ცხოვრებაში, ვიცოდი სოფელში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება მძიმე და დატვირთულია თუმცა ჩემი მოსწავლეების მშობლები დაუზარებლად დამეხმარნენ ამაში, ამისათვის შევქმენი სადისკუსიო კლუბი „სასკოლო სამკუთხედი - მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი“ ხშრად ვიწვევდი მმშობლებს ვსაუბრობდით და აზრის გაზიარების შემდეგ ვთხოვდი მათ კითხვარების შევსებას.ეს კვლევა ძალიან დამეხმარა შემდეგში უკვე მშობლებთან მუშაობაში. არაერთი საინტერესო ღონისძება ჩავატარე მათ შორისაა „თანამედროვე ქართული პოეზია“ რომელიც ასევე შემდეგ წალკაში, სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში გადასვლის შემდეგ კვლავ ჩავატარე სხვა სახელით „ჩარჩოებს გაცდენილი ქართული პოეზია“.
 დავდგი სპექტაკლი „კოლხ ქალზე მედეა“ სადაც მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოირგეს როლები და საინტერესოდ წარადგინეს ეს ძველი ეპოქა.
  ვამაყობ რომ მათში ვზრდი პიროვნებას და ვემსახურები ჩემს საქმეს და ჩემს ქვეყანას! ჩემს ბავშვებს ვუყალიბებ იმ უნარებს რომლებიც მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. ასწაველე საქართველოსთვის პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა, პირველ რიგში ის რომ მე გავიაზრე ჩემი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ის მისია რაც დამეკისრა, როდესაც მასწავლებელი გავხდი. გავიზარდე პროფესიონალურად, ჩამომიყალიბდა უნარი რომელიც დამეხმარა გავმკლავებოდი სირთულეებს,  გამიზარდა ემპათიის გრძნობა, მივხვდი რა რთულია მაღალმთიან სოფელში ცხოვრება. სრულიად სხვა გარემო დავინახე. მასწავლა გუნდური მუშაობა და უბრალოდ რომ ვთქვა ამ დიდი ოჯახის წევრად მაქცია. სწორედ „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის დამსახურებაა დღეს ჩემი ყოველი  წარმატება...
„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამამ გადამაწყვეტინა დამეწერა სახელმძღვანელოები ჩვენი პროგრამის სახელით.
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ხელმძღვანელობას, ქალბატონ ლალის, თამთას და თეოს ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის!
მადლობა ჩემს კოლეგებს რჩევებისა და დახმარებისთვის!
მადლობა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამას ჩემს წარმატებულ მასწავლებლად ჩამოყალიბებისთვის!
და ბოლოს დღეს  მე წარმატებული მასწავლებელი ვარ არა იმიტომ რომ კარგად ვასწავლი, არამედ იმიტომ რომ ჩემი მოსწავლეები სწავლობენ კარგად. მადლობა.

 თიკო ლობჯანიძე







6 комментариев:

  1. ყოჩაღ თიკო! წარმატებები!

    ОтветитьУдалить
  2. საუკეთესო ტრენერი, მეგობარი და ბლოგის ავტორი ხარ.🥀🥀🥀🥀🥀

    ОтветитьУдалить
  3. მიხარია რომ თქვენი გაცნობის შანსი მომეცა(მაცაცო მანგლისი)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა ჩემო კარგო! მიხარია რომ გიცნობ!

      Удалить