მთავარი გვერდი

სოციალური პროექტები

სოციალური პროექტები:


1. სოციალური პროექტი: "ნარკომანია - დაავადება თუ დანაშაული?"

  2018 წლის 30 ოქტომბერს X კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა ნარკომანიასთან დაკავშირებით როგორც მოსწავლეებში და მასწავლებლებში, ეწვივნენ სოფელ სამების ტაძრის მამაოს, გაესაუბრნენ სოფლის ექთანს და პატრულ-ინსპექტორს. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას და მოსწავლეებს  ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ექთანს, მამაოს და პატრულ-ინსპექტორს მათგან კი მივიღეთ ჩვენთვის საინტერესო და პროექტისათვის შესაბამისი ინფორმაცია.

გეგმის ლინკი:


პროექტის სურათები სამწუხაროდ არ შემომრჩა, ძველმა კომპიუტერმა გაიყოლა თან :)  მხოლოდ დამრჩა პროექტის შემდეგ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად მოწყობილი ექსკურსიის ერთი სურათი




2. სოციალური პროექტი "განათლება ჩემი მომავლისათვის"

დღეს განათლების შესახებ ბევრს საუბრობენ, ცოდნის გადაცემა უმთავრესი ამოცანაა სკოლისთვის. ყველა ფიქრობს რომ ცოდნის მიცემა მხოლოდ სკოლაში ხდება, მოსწავლემ უნდა გაიაზროს რომ სწავლა შეიძლება ყველგან და ყველაფრის გამოყენებით. ამიტომ მოსწავლეს უნდა დავანახოთ განათლების აუცილებლობა, რომელიც მათი მომავლისათვის აუცილებელია, შეძლებენ ცოდნა გამოიყენონ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად და სხვის დასახმარებლადაც.
პროქტი განახორციელა მეშვიდე კლასმა და შექმნეს მოლოდინების ხე, ჩამოწერეს თუ რა მოლოდინები აქვთ განათლების მიღების შემდეგ.

გეგმის ლინკი:






3. სოციალური პროექტი: "ეს ჩვენი ისტორიაა..."

პროექტის განხორციელება აქტუალური იმდენად, რამდენადაც პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი კლასისან ერთი სკოლის მაგალითზე დანახული. ზოგადად ისტორიის სწავლებისას თავს იჩენს უგულისყურო დამოკიდებულებები. აქტუალობაზე მიანიშნებს ისიც, რომ საინფორმაციო ტექსტების ანალიზი უჭირთ მოსწავლეებს. მათთვის რთულია ისტორიული წყაროების ანალიზი. ეს პრობლემა კი სხვა პრობლემების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ერთ რომელიმე საგანში ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საერთოდ სწავლის მიმართ მოტივაციის შესუსტება და საბოლოოდ სწავლის სურვილის გაქრობაც კი. ვფიქრობ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით პრობლემა მეტად აქტუალურია და ჩემი, როგორც საგნის მასწავლებლის მოვალეობად მიმაჩნია სოციალური პროექტის მეშვეობით ამ პრობლემის მოგვარება.

2017-2018 სასწავლო წლის I სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის „მემატიანის კვლადაკვალ“ განხორციელება. პროექტის დაგეგმვის მიზანი იყო აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერების დონე საქართველოს ისტორიისა და კულტურის მიმართ. სამიზნე ჯგუფად შევარჩიე IX  კლასის მოსწავლეები. დამატებითი მუშაობის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტურია და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა. ეს სამუშაოს წარმატების, მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია.

გეგმისა და რეფლექსიის ლინკი:






4. სოციალური პროექტი "ერთი მიწა, ერთი სახლი..."

პროექტი „ერთი მიწა, ერთი სახლი“. 
ჩავატარე საჭირო კვლევა. მრავალი პრობლემა აღმოვაჩინეთ ადგილობრივ მოსახლეობაში, მათ აღმოსაფხვრელად დავსახე გეგმა. ეს  იყო მეგობრობის ხიდი რომელიც გავდეთ მეზობელი სოფლის აიაზმის სომხურენოვან სკოლასთან. ხელი შევუწყევთ სკოლების დამეგობრებას და მრავალი საინტერესო ღონისძიება დავისახეთ მიზნად. როგორც მოგეხსენებათ ჩვენს სოფელში ეკომიგრანტი აჭარელი მოსახლეობა ცხოვრობს რომელსაც თავის დროზე მტრულად შეხვდა მეზობელი სოფლის სომხურენოვანი მოსახლეობა. ეს მტრობა წლები გაგრძელდა და ვთვლი რომ ახლა ეს დამეგობრება ხელს შეუწყობს როგორც მომავალი თაობის ასევე უფროსი ასაკის მოსახლეობის ერთმანეთთან დაახლოებასაც.

ფოტო მასალა:





















Комментариев нет:

Отправить комментарий