მთავარი გვერდი

სასკოლო კლუბი "კარდუ"

სასკოლო კლუბი "კარდუ"

საგანმანათლებლო კლუბი „კარდუ“-ს სლოგანი და 

ემბლემა

კლუბის  სლოგანი:  ,,უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის.
ლიტერატურის ცოდნა - ინტელექტია, ლიტერატურის სიყვარული კი სულიერი სიღრმე. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ცოდნაც მივცეთ და წიგნიც შევაყვაროთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათი მორალური ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად.


კლუბ  ,,კარდუს“  ემბლემა


კლუბი "კარდუს" სახელწოდების განმარტება:
კარდუ არის მზისა და თვალის ღვთაება. კვლევებმა ცხადყო, რომ ეს ღვთაება ბაბილონური წარმოშობის არაა, იგი გაცილებით უფრო ძველია და სწორედაც რომ ქალდეელთა ეპოქას ენათესავება... ეს არის IV-III ათასწლეული ჩვენს ერამდე. ქალდეური გაგებით კარდუ არის თვალი და გული ღვთისა, ორივე ერთად, ანუ გული, როგორც წვა და თვალი, როგორც ხედვა... საოცარია, ახლა გაიხსენეთ სულხან-საბასეული განმარტება ღმერთისა:

კლუბის შექმნის ისტორია:

კლუბის შექმნის იდეა ჯერ კიდევ თბილისში, 83-ე საჯარო სკოლაში მუშობის დროს გამიჩნდა. კლუბი სამოქალაქო განათლებას ეხებოდა. მასში გაწევრიანდნენ ბავშვები IX, X, XI და XII კლასიდან. ბასვშებმა ჩემტან ერთად მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა. მათ შორის იყო კრიზისული ცენტრის მონახულება და ობოლი ბავშვებისათვის მეოგბრობის ხელის გაწვდენა. ბავშვებმა წასვლამდე მოაგროვეს საკვები და ტანსაცმელი, იყიდეს ფრანები და შეუკვეთეს ტორტი სპეციალურად მათთვის და ვესტუმრეთ მრავალ საჩუქართან ერთად. (ვწუხვარ რომ facebook-ზე არსებული ამსახველი მასალა წაშლილია, დიდი ხნის ძებნის შმედეგაც ვერ მივაკვლიე მას :(  ) შემდეგ იყო სისხლის გადასხმის ცენტრი სადაც ბავშების თხოვნით მშობლებმა და მასწავლებლებლის ნაწილმა უანგაროდ გაიღო სისხლი სხვების დასახმარებლად. შემდეგ კარდაკარის მეთოდით მოგროვებული უსარგებლო მაკულატურა იყო, რომელმაც დიდ რაოდენობას მიაღწია, მოხდა მისი გადაცვლა საინტერესო ლიტერატურაზე, რომელიც ასევე აჩუქეს კრიზისულ ცენტრის დამეგობრებულ ბავშვებს. მოკლედ კარდუმ საინტერესოდ აიღო სტარტი და ასევე საინტერესოდ გაგრძელდა ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში, სადაც გაერთანდნენ ასევე მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწალვლეები. კლუბის მუშაობა ძირითადად საგანმანათლებლო ხასიათისაა. არაერთი პროექტი განახორციელა კარდუმ და მომავალშც განახორციელებს. მათ შორისაა ინტელექტუალური თამაშები "რა?სად?როდის?" ასევე "ეტალონი" ასევე მონაწილეებს არჩევს საინტერესო კონკურსებისთვის და ოლიმპიადებისთვის. საიდანაც არაერთი გაამრჯვება მოპოვებული ბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები. ბლოგის სხვა ნაწილში დევს ამის ამსახველი მასალაც. კლუბს აქვს თავისი ემბლემა, წესდება და დებულება. ასევე გვაქვს მდიდარი ფოტო მასალაც.


კლუბის მიზნები და ამოცანები:

საგანამანათლებლო კლუბი „კარდუ“
კლუბის  მიზნები  და  ამოცანები:
1)მხატვრული  ლიტერატურის  გაცნობა  და  პოპულარიზაცია;
2)შემოქმედ  მოსწავლეთა უნარების  აღმოჩენა  და  განვითარება;
3)ხელოვნების დაკავშირება  ლიტერატურასთან  და  პრაქტიკულ  საქმიანობასთან;
(ილუსტრირებახელთნაკეთი  წიგნების  შექმნა);
4)მოსწავლეთა  ინიციატივით  ღონისძიებების  ჩატარება;
5) ინტელექტუალური  და  კულტურული  ღონისძიებების  ჩატარება;
6)კონფერენციების    წარმართვა;
7)სხვადასხვა მხატვრული პიესების დადგმა
კლუბის  მუშაობის  დადებითი  მხარე:
_კომუნიკაციური  უნარების  ჩამოყალიბება;
_გუნდური  მუშაობის  ჩამოყალიბება;
_თვითშეფასებისა  და  თავდაჯერებულობის უნარის ჩამოყალიბება;
_პასუხისმგებლობის გრძნობის  განვითარება;
_კრიტიკული აზროვნების  განვითარება;
_გადაწყვეტილების  დამოუკიდებლად  მიღების  ჩამოყალიბება;
_კლუბის  ჩამოყალიბებაეროვნული  სასწავლო  გეგმის  მიხედვით, რომელიც  ავითარებს: შემოქმედებითობასაზროვნებასტექსტების  გააზრების,   ტექსტის  მიხედვით  ილუსტრაციების  შექმნის  უნარს, დამოუკიდებელ  შემოქმედებით  უნარებსლიტერატურისა  და  ხელოვნების  აღქმის  უნარს.
საინფორმაციო  ორგანო:
 კლუბს  აქვს  საინფრომაციო  ორგანო: სკოლის კედლის გაზეთი  ,,  კარდუ“  და  სტენდი  ,,ჩვენი შემოქმედება“, ასევე ელექტრონული  ფეისბუქ - გვერდი  სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლა ლიტერატურული კლუბი  ,,კარდუდა ბლოგი „ლიტერატურული კლუბი „კარდუ“
მუშაობის  მიმართულებები: შემოქმედებითი  უნარების  განვითარება, საკვლევაძიებო  მუშაობის ჩატარება, კონფერენციებში  მოაწილეობა, სხვადასხვა  ღონისძიებების  ჩატარება, სკოლის ბიბლიოთერკაზე ზრუნვა, ლიტერატურული საღამოების მოწყობა და სხვა.


კლუბის  მუშაობის  გრაფიკი:
კლუბის  წევრები  იკრიბებიან თვეში ორჯერ ან სამჯერ  ხუთშაბათობით

კურატორი  ვალდებულიაკლუბის  მუშაობის განრიგიშეხვედრებისა და  ღონისძიებების  ადგილი  გამოაკრას  თვალსაჩინო  ადგილას.
წინასწარ  განსაზღვროს  და  კლუბის  წევრებს  გააცნოს  ღონისძიებების  გეგმა.

რას შეისწავლიან ბავშვები?

  • მოსწავლეები გაიცნობენ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას;
  • მიიღებენ თეორიულ ცოდნას ლიტერატურული ჟანრების შესახებ;
  • განივითარებენ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს;
  • გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
  • დაეუფლებიან მხატვრული კითხვის ელემენტებსა და მეტყველების კულტურას;
  • მიეჩვევიან ინტელექტუალურ აზროვნებას და გაიღრმავებენ ცოდნას საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის;
  • ისწავლიან, როგორ დაწერონ სათავგადასავლო ისტორიები, შეთხზან დეტექტიური ამბები, როგორ აწარმოონ დღიურები, დაწერონ ესე და ..


კლუბის წესდება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:



კლუბის მუშაობის განცხადება იხილიეთ ლინკზე:


კლუბის სამოქმედო გეგმა იხილეთ ლინკზე:



1. აქტივობა "წიგნი ჩვენი მეგობარიას" რეფლექსია


2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში შევქმენით სასკოლო კლუბი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების ხელშესაწყობად.
სანამ მუშაობას შევუდგებოდი შევარჩიე წიგნი რომელიც წიგნიერების მიმართულებით, მკითხველთა კლუბისთვის შევიძინე, ეს გახლავთ დავით ტურაშვილის „ტყეების მეფე“, დავწერე გეგმები და გაკვეთილის აღწერები და შევუდექი მუშაობას.
ჩასატარებელი დრო გაიყო ორ ნაწილად, ამ სემესტრში მხოლოდ 10 კითხვის საათი და მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისშიც 10 კითხვის საათი. გაკვეთილები ჩატარდა არასაგაკვეთილო პროცესში და არასაგაკვეთილო გარემოში. პირველი გაკვეთილი ჩატარდა 8 ოქტომბერს, და დავიწყეთ წიგნის კითხვა, პერიოდულად ვჩერდებოთ და კითხვა პასუხის გამოყენებით ვაძლევდი მოსწავლეებს იმის საშუალებას რომ გაეაზრებინათ შინაარსი.  ასე გაგრძელდა 9 გაკვეთილი, ხოლო მეათე გაკვეთილი უკვე ექსკურისია იყო რომელიც სწორედ თავისუფალი გაკევეთილების გეგმით იყო გათვალისწინებული.
კლუბში გაერთიანებული იყვნენ ორი კლასის, VII კლასის მოსწავლეები, სულ 16 მოსწავლე.  გაკვეთილები ჩატარდა არასაგაკვეთილო პროცესში და არასაგაკვეთილო გარემოში.
კითხვა მონაცველობით მიმდინარეობდა, პერიოდულად ვაჩერებდი მოასწავლეებს და ვამოწმებდი მათი გააზრების უნარს, ვსვამდი კითხვებს ინფორმაციის უკეთ გააზრებისა და დამახსოვრებისათვის. ასევე პერიოდულად ვაწყობდით დისკუსიებს და მოსწავლეებს ვაძევდი საშუალებას გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება თავისუფლად. იშველიებდნენ არგუმენტებს და აყალიბებდნენ საკუთარ მოსაზრებებს და პოზიციას. მოვაწყვეთ ექსკურსია ქუთაისში და ლამაზი ადგილების მონახულების შემდეგ გელათის აკადემიის შენობაში ჩავატარეთ კიდევ ერთი „თავისუფალი გაკვეთილი“, სადაც მოვაწყვეთ დისკუსია და მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის შესახებ და გაიხსენებს ისტორიული ფაქტები. მოსწავლეებმა მოინახულეს დავით აღმაშენებლის საფლავი და გაეცნენ გელათის აკადემიის ისტორიასაც.
ბოლო გაკვეთილი დავუთმეთ კითხვა-პასუხს გავიხსენეთ წიგნიდან საინტერესო მომენტები და შემდეგ მოსწავლეებს დაასახელეს საყვარელი პერსონაჟები წიგნიდან, ისაუბრეს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე და ასევე იმაზე თუ რომელ პერსონაჟს ადარებენ ისინი თავს და რატომ?
ბოლოს დაიგეგმა მწერალთან შეხვედრა, რომელიც შედგა 12 ივნისს. მწერალთან შეხვედრამ ძალიან გაახარა ბავშვები, ბატონი დავითი როგორც თანატოლი ისე ესაუბრა მათ, ძალიან შეაქო და დაპატიჟა თბილისში თავისუფალ თეატრში სპექტაკლის „ჯინსების თაობის“ ერთად სანახავად.
ისტორიის მასწავლებელი: თიკო ლობჯანიძე






2. კლუბის ინიციატივით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "ეტალონი"



ეტალონის შესახებ ინფორმაციალი დევს შემდეგ ლინკებზე:

ეტალონის კითხვები - https://drive.google.com/file/d/1rghNZkJhynn-3by4kMVcga23UMo4krzZ/view



სწორი პასუხები -  https://drive.google.com/file/d/166OCvDEbRg7M-Y8moHaFu32ApE_MEmSX/view



სამუშაო ფურცლები -  https://drive.google.com/file/d/1YFsL7Dt9QwZwSFUoSazjB5UITcnRHmYK/view



გამარჯვებულთა სიგელები - https://drive.google.com/file/d/1ZgwE3FBE_C7hoBrrwjwHqNE02XV4tFAW/view










Комментариев нет:

Отправить комментарий