მთავარი გვერდი

კონფერენციებზე, სემინარებსა და კონკურსებში მოსწავლეთა მონაწილეობის ამსახველი მასალა


კონფერენციებზე, სემინარებსა და კონკურსებში მოსწავლეთა მონაწილეობის ამსახველი მასალა


ჩემი მოსწავლეების მიღწევები:

1. ისტორიის კონკურსი :ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში"

ისტორიის საკონკურსო თემა:
„ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“
ერთი შეხედვით წარმოუდგენელია იმაზე ფიქრი თუ როგორ ცხოვრობდა ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში. დიახ სწორედ იმ ასაკში, სადაც ცხოვრების საუკეთესო წლებია.
ამ დროს ბავშვი ხარ, მაგრამ ამავდროულად დიდი, ცდილობ ყველას დაანახო თუ რაოდენ უსაზღვროა შენი შესაძლებლობები.
როცა სწორედ იმის დროა ცხოვრების აზრს მიხვდე, ბედნიერება იგემო, შეცდომები დაუშვა და შემდეგ მათზე ისწავლო.
როდესაც პირველად მოვისმინე თემა სახელად „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“ აზრად არაფერი მომსვლია თუ რა შეიძლებოდა დამეწერა ამასთან დაკავშირებით. ახლა კი ალბათ დაუსრულებლად შემიძლია საუბარი მათთან დაკავშრებით რადგან თითეული მათგანი ჩემთვის საამაყო პიროვნებაა. ალბათ რთული იყო გეცხოვრა იმ დროში, სადაც დაუსრულებელი ტრადიცია და ურყევი წეს-ჩვეულებები ბატონობდა.
დღეს როდესაც საქართველოში მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობის რაოდენობა დღითი-დღე მცირდება, ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია, სწავლის ხარისხი დაბალია და სამუშაო ადგილების სიმცირე ცხოვრების დონის დავარდნაზე მოქმედებს, ძალიან ბევრი ადამიანი, ისინი ვინც კომუნისტურ ეპოქას მოესწრო მისტირის იმ დროებას და ნატრობს იმ დროში დაბრუნებას.
წარსულის ცოდნა კი გვეხმარება დღევანდელობის გაგებასა და გააზრებაში.
რა უნდა იქნას მოთხრობილი გასულ საუკუნეში განვითარებული მოვლენებიდან, რა არის ის მტავარი, რომლის შესახებაც ახლა უნდა ვისაუბრო? XX საუკუნის ისტორია თანამედროვეობასთან ძალზედ ახლოსაა და ამ გადასახედიდან ძნელიცაა ერთი შეხედვით მისი შეფასება. ალბათ რაც უფრო მეტი დრო გავა მით უფრო გაადვილდება გასული საუკუნის დანახვა და მათი სწორედ შეფასებაც. 
გამოჩენილი ადამიანები შემდეგნაირად აფასებენ XX საუკუნეს:
უილიამ ჰოლდინგი - ბრიტანელი მწერალი: „ვერ ვიცილებ აზრს, რომ ეს იყო სასტიკი საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში.“
ისაია ბერლინი - ბრიტანელი ფილოსოფოსი: „ პირადად მე XX საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში ვცხოვრობდი და არ განმიცდია სერიოზული სიძნელეები. მიუხედავად ამისა, მას ვთვლიდი ყველაზე საშინელ საუკუნედ დასავლეთის ისტორიაში.“
იქიდან გამომდინარე რომ მე არ ვყოფილვარ ამ ყველაფრის მომსწრე, გადავწყვიტე ინტერვიუ ვინმე ასაკოვანი ადამიანისათის ჩამომერთმია. მაინტერესებდა თუ როგორი იყო მათი შეხედულებები გასულ საუკუნეზე და ასევე მათი იმ დროინდელი ბავშვობა და შემდეგ ამაზე დაყრდნობით თემა ამეგო. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის მოგზაურობა წარსულში. მაშ ასე:
- თქვენა ხართ ბავშვები? თქვენ ახალგაზრდები გქვიათ? - პირველი ეს სიტყვები მოვისმინე, როდესაც წარსულიდან მცირედის მოყოლა ვთხოვე ერთ საყვარელ მოხუცს. 
-ათი კლასი იყო მხოლოდ იმ დროს, ათი სავალდებულო ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გაევლო თითოეულ ადამიანს, ეს იქნებოდა გოგონა თუ ვაჟი, მაგრამ სწავლის გაგრძელება სკოლის დამთავრების შემდეგ? - იშვიათად, ალბათ ამ ყველაფერს იმდროინდელი მძიმე ვითარება უწყობდა ხელს.  
უცხო ენებიდან უმეტესად რუსული ისწავლებოდა, იშვიათად შეხვდებოდი ინგლისურით და გერმანულით დაინტერესებულ მოსწავლეს.
სკოლის შემდეგ შევიკრიბებოდით ბავშვები და ერთად ვთამაშობდით. იმ დროში გოგოს და ბიჭის მეგობრობა მიუღებელი იყო, ამიტომ გოგონებს თავიანთი თამაში ჰქონდათ, მაგალითად „კენჭობილა“, ხოლო ბიჭებს თავიანთი- „ჯოხბილა“. მთელ დღეს თამაშში ვატარებდით. აი საღამოობით კი მოვგროვდებოდით და მაშინ იწყებოდა ნამდვილი მხიარულება - ვმღეორდით, ვცეკვავდით, საინტერესო ამბებსა და ლექსებს ვყვებოდით. ბოლოს კი სალში ენერგიისაგან დაცლილები ვბრუნდებოდით.
და თქვენ? - თქვენ უხალისო და მოსაწყენი ბავშები ხართ. თითქოს არანაირი გრძნობები გაგაჩნდეთ, მთელს დღეს კომპიუტერთან ატარებთ, სულ არ გაინეტერესებთ რა ხდება გარეთ, თქვენს ირგვლივ. არც ადგებით არც გაივ-გამოივლით და სულ არარეალურ სამყაროში ცხოვრობთ. ჩემს დროს ტელეფონი მხოლოდ ხელისუფლებისათვის იყო ხელმისაწვდომი.
სწორედ ამ არარეალური სამყაროს ბრალია რომ დღეს-დღეისობით დაგავიწყდათ უფროს-უმცროსობა, პატივისცემის გრძნობა დაკარგეთ, აი ჩვენს დროს კი ერთმანეთსაც და უფროსებსაც პატივს ვცემდით, გვჯეროდა მათი, ვუსმენდით და ვუჯერებდით.
ახლა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ნაირ-ნაირს შეიძენთ ხოლმე, აი ჩვენს დროს კი ამის საშუალება სულაც არ გვქონდა, ოჯახი წელიწადში ერთხელ იყიდდა ერთ დიდ მატერიას და ამ ნაჭრიდან გვიკერავდნენ ტანსაცმელს, ისიც თითო-ოროლას.
ახლა ახალ წელს ნუ იტყვი ისეთი ხალისით ველოდებოდით, მართალია გვიჭირდა და ბევრი ტკბილეულის გაკეთების თავი ოჯახს  არ ქონდა, თუმცა ჟრიამულით გარს ვეხვეოდით მაგიდას. ტკბილ ჰალვასა და კვერებს ჩუმდა ვიპარავდით მაგიდიდან და თუ თითო ოროლა კამფეტსაც გამოვკრავდით ხელს ჩვენს სიხარულს ხომ საზღვარი არ ქონდა.
მართალია ომის წლები არ მახსოვს, თუმცა გაჭირვება მაინც გამოვიარეთ. პურის მაგივრობას გვიწევდა მჭადი. შაქარი კი თვითან თვემდე გვენატრებოდა. ძირითადი საკვები კეჟერა მხალი და ლობიო იყო.
რაც შეეხება ქორწინებას, ძალიან ადრეულ ასაკში ხდებოდა ახალგაზრდების დანიშვნა. ჯერ კიდევ 15 წლის გოგონებს, თავად ბავშვებს უკვე ბაშვები ჰყავდათ და ისედაც გაჭირვებულ ცხოვრებას ეს ნაადრევი ოჯახური უღელიც ემატებოდა.
პატარძალი ცხენით მოჰყავდათ, სიძეს უმეტეს შემთვევაში ქორწილამდეც კი არ ყავდა ნანახი თავისი საცოლე, სიძეს მექორწილეები წინ გადაუდგებოდნენ და პატარძლის სანაცვლოდ ფულს მოსთხოვდნენ ხოლმე. ქორწილიც სხვანაირი იყო, როგორც ახლა ჩვევიათ ქართველებს რომ სუფრაზე ათასგვარ საჭმელს აწყობენ, უწინ ასე არ იყო, ქორწილში დაპატიჟებულ სტუმარს თავად მიჰქონდა თავისი წილი საჭმელი, იმ დროის ქორწილში საფირმო კერძები იყო ჰასუთა და ხორცისგან გაკეთებილი სადილი. მათ გარეშე ქორწილი არ ტარდებოდა. რაც შეეხება მზითევს, ქალს მზითევში ატანდნენ: ხალს, სკივრს, ერთ სულ ძროხას და ერთ ხელ ლოგინს.
უკვე გათხოვილ ქალს თავისი წესები ჰქონდა, მას თმა არ უნდა გამოსჩენოდა და უნდა ეტარებია გრძელი კაბები.
კაცის სიტყვა ოჯახში კანონი იყო. ოჯახის ყველა წევრი ოჯახის უფროს ემორჩლებოდა უსიტყვოდ, ხოლო თუ ვინმე მის საწინააღმდეგოდ მოიქცეოდა ეს ოჯახის უფროსის უპატივცემულობას ნიშნავდა.
საღამოობით ოჯახი შეიკრიბებოდა ხოლმე მეორე დღის დასაგეგმად. აზრს პატარა ბავშვსაც ეკითხებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც ისე გადაწყდებოდა როგორც ოჯახის უფროსი იტყოდა. უწინ  ქალს და კაცს თანაბარი უფლება არ ქონდათ. ქალი უსიტყვოდ ემორჩლებოდა კაცს. ერთხელ გათხოვილი ქალი უკან, მამის ოჯახში აღარ მიიღებოდა, ამიტომ ქალი ვალდებული იყო აეტანა რა მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდოდა. ის ქმრის სახლში უდან გარდაცვლილიყო რომ პატივით დაეკრძალათ.
და ბოლოს საკულმინაციო შეკითხვა: რა გენატრებათ იმ დროის ცხოვრებიდა? და რას ურჩევდით მომავალ თაობას?
-ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა მენატრება ყველაზე ძალიან. ის ურთიერთობები რაც იყო, ის ურთიერთგაგება, პატივისცემა და სიყვარული. იმ დროს ხალხი ერთმანეთს უსმენდა.
მომავალ თაობას კი ვურჩევ, რომ ისეთივე მეგობრულები, შეკრულები და ერთგულები იყვნენ როგორცებიც ვიყავით ჩვენ, მათი წინაპრები.
და ბოლოს დასკვნა, ჩემი აზრით  „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“ შავ-თერთი ცხოვრებით ცხოვრობდა, შესაძლოა ეს მე მეჩვენება ასე, ბავშვს რომელსაც არც „ჯოხბილა“ გამიგონია და არც „კენჭობილა“ მითამაშია.



წალის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის
საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე
რიმა მიქელაძე
ისტორიის მასწავლებელი: თიკო ლობჯანიძე
ტელეფონი: 577187199  ელ-ფოსტა: tiktika777@gmail.com

      


            


2. კონკურსი "საქართველოს პირველი რესპუბლიკა" (საქართველოს ეროვნული აქრივის მიერ მომზადებული კონკურსი)

                 














3. მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია





4. მოსწავლეთა კონფერენცია, წალკა, 2018 წელი







საპრეზენტაციო თემების ლინკები:

ვაზის ისტორია:


Комментариев нет:

Отправить комментарий