მთავარი გვერდი

თავისუფალი გაკვეთილები

თავისუფალი გაკვეთილები

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების მინსიტრმა დაანონსა ახალი პროექტი „თავისუფალი გაკვეთლების“ შესახებ. მაშნვე გამიჩნდა დაინტერესება ამ საკითხის მიმართ და გადავწყვიტე როგორც კი გამოცხადდებოდა აუცილებლად ჩავებმებოდი მასში.
მართლაც მარტში უკვე კონკურსი გამოცხადდა, შევავსე სარეგისტრაციო ფორმა წიგნიერების მიმართლებით, გავაგზავნე და დაველოდე პასუხს. მაისის დასაწყისში პასუხიც მოვიდა რომ დამიფინანსეს, რამაც ძალიან გამახარა მეც და ჩემი მოსწავლეებიც.
სანამ მუშაობას შევუდგებოდი შევარჩიე წიგნი რომელიც წიგნიერების მიმართულებით, მკითხველთა კლუბისთვის შევიძინე, ეს გახლავთ დავით ტურაშვილის „ტყეების მეფე“, დავწერე გეგმები და გაკვეთილის აღწერები და შევუდექი მუშაობას.
ჩასატარებელი დრო გაიყო ორ ნაწილად, ამ სემესტრში მხოლოდ 10 გაკვეთილი და მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისშიც 10 გაკვეთილი. გაკვეთილები ჩატარდა არასაგაკვეთილო პროცესში და არასაგაკვეთილო გარემოში. პირველი გაკვეთილი ჩატარდა 6 მაისს, და დავიწყეთ წიგნის კითხვა, პერიოდულად ვჩერდებოთ და კითხვა პასუხის გამოყენებით ვაძლევდი მოსწავლეებს იმის საშუალებას რომ გაეაზრებინათ შინაარსი.  ასე გაგრძელდა 9 გაკვეთილი, ხოლო მეათე გაკვეთილი უკვე ექსკურისია იყო რომელიც სწორედ თავისუფალი გაკევეთილების გეგმით იყო გათვალისწინებული.
ამ პროექტში მონაწილოებას იღებდა ორი კლასის, VII და VIII კლასის მოსწავლეები, სულ 30 მოსწავლე.  გაკვეთილები ჩატარდა არასაგაკვეთილო პროცესში და არასაგაკვეთილო გარემოში.
პროექტის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, ახალ სასწავლო წელს ახალი კლასი ჩაება პროექტში, რადგან ყოფილი მერვე კლასი გადავიდა მეცხრეში და მათ ვეღარ შეძლეს გაგრძელება, ახალ ჩაბმული მეშვიდე კლასი დიდი ინტერესით მოეკიდა ჩვენი კლუბის მუშაობას. მეორე ნაწილის დასაწყისში ყოფილმა მეშვიდე კლასმა და ამჟამად უკვე მერვემ, ახალ შემოერთებულ მოსწავლეებს გააცნეს წიგნის პრიველი ნაწილი. გაიხსენეს და ისაუბრეს შინაარსზე. მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დაუსვეს კითხვები და დიდი მონდომებით გავაგრძელეთ კითხვა.
მეორე ნაწილის პირველი გაკვეთილი ჩატარდა 25 სექტემბერს. დასაწყისში მოსწავლეებს შევახსენე ქცევის წესები და ასევე გავახსენე წიგნის კითხვის 9 მიზეზი. შემდეგ შევუდექით წიგნის „ტყეების მეფე“-ის  მეორე ნაწილის კითხვას. კითხვა მონაცველობით მიმდინარეობდა, პერიოდულად ვაჩერებდი მოასწავლეებს და ვამოწმებდი მათი გააზრების უნარს, ვსვამდი კითხვებს ინფორმაციის უკეთ გააზრებისა და დამახსოვრებისათვის. ასევე პერიოდულად ვაწყობდით დისკუსიებს და მოსწავლეებს ვაძევდი საშუალებას გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება თავისუფლად. იშველიებდნენ არგუმენტებს და აყალიბებდნენ საკუთარ მოსაზრებებს და პოზიციას. მოვაწყვეთ ექსკურსია ქუთაისში და ლამაზი ადგილების მონახულების შემდეგ გელათის აკადემიის შენობაში ჩავატარეთ კიდევ ერთი „თავისუფალი გაკვეთილი“, სადაც მოვაწყვეთ დისკუსია და მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის შესახებ და გაიხსენებს ისტორიული ფაქტები. მოსწავლეებმა მოინახულეს დავით აღმაშენებლის საფლავი და გაეცნენ გელათის აკადემიის ისტორიასაც.
ბოლო გაკვეთილი დავუთმეთ კითხვა-პასუხს გავიხსენეთ წიგნიდან საინტერესო მომენტები და შემდეგ მოსწავლეებს დაასახელეს საყვარელი პერსონაჟები წიგნიდან, ისაუბრეს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე და ასევე იმაზე თუ რომელ პერსონაჟს ადარებენ ისინი თავს და რატომ?
ბოლოს დაიგეგმა მწერალთან შეხვედრა რომელიც შედგა 12 ივნისს. წალკაში გვესტუმრა დათო ტურაშვილი. მწერალთან შეხვედრა საინტერესო საღამოთი დაგვირგვინდა. მწერალმა ჩემი თხოვნით სკოლას წიგნები გადასცა საჩუქრად. ასე ნელ-ნელა ივსება ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა საუკეთესო და თანამედროვე ლიტერატურით. მადლობა დათო! <3

















განაცხადის ფორმის ლინკი 


სიგელების ნიმუში


წიგნის კითხვის 9 მიზეზი:



დათო ტურაშვილი სტუმრად საყდრიონის საჯარო სკოლაში

როგორც მოგეხსენებათ შარშან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავისუფალი გაკვეთილების პროექტი დაანონსა. მეც მაშინვე ჩავები, დავწერე პროექტი და მივიღეთ დაფინანსება. ავირჩიეთ წიგნიერების მიმართულება. შევარჩიეთ დათო ტურაშვილის წიგნი „ტყეების მეფე“ და დავიწყეთ კითხვა. წიგნი საინტერესო იყო და სწრაფად გაიარა 20 გაკვეთილმა. აქედან ორი გაკვეთილი განსხვავებული იყო ერთი ჩავატარეთ ქუთაისში, გელათის აკადემიაში. მეორე გაკვეთილი კი დავგეგმე მწერალთან შეხვედრა. დათო ტურაშვილმა შეგვისრულა სურვილი და დღეს გვესტუმრა ჩვენს სკოლაში. საინტერესო საუბრის შემდეგ მწერალმა მონაწილე მოსწავლეებს დაურიგა მადლობის სიგელები შემდეგ კი იყო ბევრი ბევრი ფოტოები... მწერალი დაპირდა კიდევ ჩამოსვლას და თანამშრომლობას. ასევე დაპირდა ბავშვებს რაგბის მოედნის მოწყობაში დახმარებას. მადლობა დათო ტურაშვილს ლამაზი დღისთვის!  მადლობა ჩემს უჭკვიანეს მოსწავლეებს საინტერესო კითხვებისათვის! 


ფოტა მასალა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:





Комментариев нет:

Отправить комментарий